ბლოგები

რატომაა მნიშვნელოვანი საგნის “მე და საზოგადოება” დაწყებით კლასებში სწავლება?

ავტორი: ლილი ვალიშვილი, ქალაქ გორის, სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის N9 საჯარო სკოლის "მე და საზოგადოების" და "სამოქალაქო განათლების" მასწავლებელი

არის საკითხები, რომლებიც მოსწავლეებმა მანამდე უნდა ისწავლონ, სანამ ისტორიის, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების თემებს გაეცნობიან. 2013 – 2015 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებმა არ იცოდნენ ქუჩაში მოძრაობის წესები, პირადი უსაფრთხოება, პირადი ჰიგიენა და სხვა. ამიტომ, საჭირო გახდა სკოლებში, მე-3 და მე-4 კლასებში “მე და საზოგადოების” საგნის სწავლება.

აუცილებელია, მოსწავლეებმა ადრეულ ასაკშივე იცოდნენ საკუთარი უფლებები და პასუხისმგებლობები, საზოგადოებრივი წესრიგი, ჰიგიენა, საგანგებო სიტუაციებში მოქცევის წესები, უსაფრთხოების ნორმები, ბუნებრივი კატასტროფების დროს მოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესები.

ასევე, მოსწავლეებს, დაწყებით კლასებში, უჭირთ სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმა, მიმდინარე პროცესებში საკუთარი თავის, ოჯახის, სკოლის და თემის ადგილების გააზრება, რაშიც აღნიშნული საგნის სწავლება ეხმარება.

ზემოთ აღნიშნული საკითხების სწავლება ხორციელდება მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო დავალებების და აქტივობების მეშვეობით, მოსწავლეებზე მორგებული კომპლექსური დავალებებით, რასაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა გვთავაზობს.

მაგალითად: სწავლა როლური თამაშების მეშვეობით, კომიქსების შექმნით, ჯგუფური მუშაობით, კროსვორდის აწყობით და ა.შ ბავშვები ხალისით ერთვებიან საკლასო აქტივობებში და თემებს იმახსოვრებენ უფრო მარტივად და ეფექტიანად.

საბოლოოდ კი, ამ საგნის სწავლის პროცესში, ისინი აცნობიერებენ, რომ საზოგადოების ნაწილები არიან და ყველა ერთად ქმნის ერთ თანასწორუფლებიან საზოგადოებას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.