ახალი ამბები

რუსული მარშის მხარდასაჭერად გორიდან ნახევრად ცარიელი ავტობუსები გავიდა

რუსული მარშის მხარდასაჭერად გორიდან თბილისის მიმართულებით ნახევრად ცარიელი ავტობუსები გავიდა.

დღეს დილიდან გორის სპორტის სასახლესთან ხალხის სპეციალური მობილიზება შეინიშნებოდა, რომლებიც თბილისში რუსული კანონის მხარდასაჭერად  ხელისუფლებამ მიკროავტობუსებით წაიყვანა. მათი უმრავლესობა საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც ჟურნალისტების გამოჩენისას იმალებოდნენ და მედიასთან კომენტარს არ აკეთებდნენ.

კითხვაზე თუ რას აპროტესტებდნენ, ზოგ მათგანს პასუხი არ აქვს, ზოგი კი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ევროკავშირის საწინააღმდეგო აქციაა და მასში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილის და 83 დეპუტატის მიმართ რეზოლუცია მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ აქციაზე მონაწილეობის მისაღებად ხალხს ფული გადაუხადა.

ინფორმაციისთვის, 28 აპრილს გორის სპორტის სასახლე დეზინფექციის ჩატარების მიზნით 2 დღით დაკეტეს, თუმცა აქციის მონაწილეების მობილიზება თბილისში წასასვლელად სწორედ ამ შენობაში მოხდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.