თვითრეგულირების მექანიზმი

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ა(ა)იპ გორის სათემო რადიოს „მოზაიკა“ შემუშავებული აქვს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც თნხვედრაშია მაღალ პროფესიულ სტანდარტებთან და ითვალისწინებს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, „მოზაიკამ“ შექმნა დავის განმხილველი ორგანო, რომელიც არსებობს ორი ინსტანციის სახით:

  • კომისია
  • სააპელაციო საბჭო

დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ რადიო „მოზაიკამ“ დაარღვია “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილი ეთიკური სტანდარტები და მისი უფლებები, შეუძლია, მიმართოს მაუწყებელს საჩივრით და მოითხოვოს რეაგირება.

საჩივრის გამოგზავნის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია, ჩააბაროს შესაბამისი დოკუმენტაცია თვითრეგულირების მექანიზმის სახელზე შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, სტალინის გამზ. 13/89 ან გაგზავნოს საჩივარი ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: radiomozaika@gmail.com