ახალი ამბები

“გორმედის” სამშობიაროს ექიმს ჩვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

“გორმედის” სამშობიაროს ექიმს ჩვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მშობიარის ოჯახის წევრები ამბობენ რომ ექიმმა დროული რეაგირება არ მოახდინა, რის გამოც ახალშობილი გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ეკა ქოქოშვილმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“სრულიად ჯანრთელი და კარგ მდგომარეობაში შევიდა მშობიარე. თავისი უგუნურობით დაამძიმა, სანამ ბავშვს გული არ გაუჩერდა, არ მიიღო არანაირი ზომა. მშობიარე ეხვეწებოდა საკეისროს, სანამ დაგვიანდებოდა, დასახმარებლადაც არავის დაურეკა”, – ამბობს ქოქშვილი.

ჯერჯერობით უცნობია კლინიკის პოზიცია. ამ დრომდე, აღნიშნული ბრალდების შესახებ განცხადება არ გავრცელებულა. “მოზაიკა” მომხდარზე დამატებით დეტალებს იკვლევს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.