ახალი ამბები

ბავშვი, რომელსაც ტინისხიდის სასაფლაოზე მანქანა დაეჯახა თბილისში გადაიყვანეს

ბავშვი, რომელსაც ტინისხიდის სასაფლაოზე მანქანა დაეჯახა თბილისში გადაიყვანეს – ამის შესახებ “მოზაიკას” სამხედრო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა უთხრა. 

“ჩვენ არ გვაქვს ბავშვთა პროფილი, ამიტომ აქ მხოლოდ პირველადი დახმარება აღმოვუჩინეთ. ბავშვი თბილისში “ინგოროყვას” კლინიკაში გადაიყვანეს, გადაყვანისას მისი მდგომარეობა იყო სტაბილურად ძიმე”, – გვითხრა ია თინიკაშვილმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინფორმაციისთვის, 6 მაისს ტინისხიდის სასაფლაოზე მანქანა დაგორდა და ქვეითად მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 31 წლის ქალი გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.