ახალი ამბები

ქარელის რესურსცენტრის უფროსმა გიორგი კობახიძემ თანამდებობა დატოვა

ქარელის რესურსცენტრის უფროსმა გიორგი კობახიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

კობახიძის თქმით, მან წასვლის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ თებერვლის თვეში დაწერა.

“თებერვლის ბოლოს პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე რესურცენტრის უფროსის თანამდებობა. არსად არ ვინიშნები. “კობახიძეების” ენათა სასწავლებელმა “აწარმოე საქართველოში-ს” გრანტი მოიპოვა, სკოლა თანამდროვედ აღიჭურვა და მინდა, რომ ამ საქმეს დავუთმო მთელი ჩემი დრო”, – გვითხრა კობახიძემ

ინფორმაციისთვის, გიორგი კობახიძე ქარელის რესურცენტრის უფროსისი თანამდებობას 10 წელზე მეტი იკავებდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.