სტატიები

დაჩიპვისა და სანქციების გარეშე ძაღლების პოპულაციის მართვა გაგვიჭირდება – ინტერვიუ ბაქარ გიუნაშვილთან

მიუსაფარი ძაღლბის საკითხი კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა შიდა ქართლში, თითქმის ყოველ დღე მოსახლეობის მხრიდან ისმის პრეტენზიები, რომ მომრავლებული ძაღლების გამო, ქუჩაში გადაადგილების ეშინიათ.

რა მდგომარეობაა რეგიონში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის კუთხით და როგორ წარმოუდგენია პრობლემის მოგვარება  შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს – ამ საკითხზე “მოზაიკა” სააგენტოს ხელმძღვანელს, ბაქარ გიუნაშვილს ესაუბრა. 

როგორ წარმოუდგენია სააგენტოს მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება?

ჩვენ ველოდებით კანონის მიღებას. მოგეხსენებათ, ცხოველების შესახებ ფედერალური კანონი არ არსებობს. პარლამენტის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარული კომიტეტი აპირებს, თუ არ ვცდები, ძალიან მალე კანონპროექტის განხილვას. ჩვენც დაგპატიჟეს, გარკვეული ინიციატივები და შენიშვნები გვქონდა. უახლოეს პერიოდში, უნდა გაიტანონ ეს საკითხი. კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველების სავალდებულო დაჩიპვა დაიწყება და ეტაპობრივად იქნება კიდევ სხვა სიახლეები.

რა ართულებს ძაღლების პოპულაციის მართვას ყველაზე მეტად?

ჩვენთვის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგიონში არის შესაბამისი სამსახური და ვაკეთებთ ოპერაციებს, პერიოდულად ემატება ახალი ნაკადები ძაღლების. ჩამოჰყავთ სოფლებიდან და უშვებენ ქალაქში, მოსახლეობა არ ასტერილებს ცხოველებს, მერე ქუჩაში ყრიან. ჩვენ რაც არ უნდა ვასტერილოთ, ასეთ პირობებში გაგვიჭირდება პოპულაციის მართვა.

რა სერვისები აქვს და რა პრობლემებს აწყდება სააგენტო?

მოსახლეობა ძირითადად გვირეკავს, რომ მოგვაშორეთ ძაღლი, მაგრამ ჩვენ სტერლიზაცია- კასტრაციისა და ცოფზე დამუშავების გარდა, ვერაფერს გავუკეთებთ, რადგან ჯანმრთელი ძაღლის დაძინება არაფრით არ შეიძლება. რამდენიმე დღე ვაჩერებთ სააგენტოში, თუ მკურნალობა ესაჭიროება. თუ მსურველი გამუჩნდება ვინმე, ვინც უპატრონებს, ვჩუქნით, თუ არადა, ვაბრუნებთ ისევ ადგილას, საიდანაც შემოვიყვანეთ. 

არის შემთხვევები, როცა უკან დაბრუნებული ძაღლი, სულ სხვა ტერიტორიაზე უპოვიათ. მაგალითად, შარშან ერგნეთში გავუშვით ძაღლი, ამ სოფლიდან იყო შემოსული.  ერთ-ერთმა ცხოველთა დამცველმა დაგვირეკა, რომ კასპის გადასახვევთან ეგდო ეს ძაღლი, მანქანამ გაიტანა. ალბათ ვიღაცამ, ვისაც არ უნდოდა, წაიყვანა და სხვა ტერიტორიაზე გაუშვა. სამწუხაროდ, ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.

რა სიახლეებს გეგმავს სააგენტო? 

ჩვენ ვაპირებთ “საოს”-ის პროგრამაში ჩავერთოთ. გვინდა, რომ ცხოველთა აღრიცხვიანობა დაინერგოს, თუმცა ჯერჯერობით არ დაგვიწყია პასპორტიზაციის პროცესი, მაგრამ გეგმაში გვაქვს. კიდევ გვინდა სხვადასხვა სიახლეების დანერგვა, თუმცა წინასწარ ვერ ვისააუბრებ. თუმცა იმედი გვაქვს, რომ კანონი დროულად ამოქმედდება და ჩვენც იმის და მიხედვით ვიმოქმედებთ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.