სტატიები

ხაშურის N4 სკოლას აშენებს კომპანია, რომელსაც კიდევ 8 ბაღი და სკოლები აქვს ასაშენებელი

ხაშურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელსაც სხვა სკოლაში შეხვდებიან, რადგან როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, სამშენებლო სამუშაოების დაწყება ოქტომბრიდან იგეგმება.

ინფორმაციისთვის, სკოლის დემონტაჟი გასულ წელს მოხდა. ახალი შენობის აშენების მიზნით კი, ტენდერი მიმდინარე წლის 31 იანვარს გამოცხადდა.

________________

სკოლის მშენებლობის უფრო მოკლე ვადებში დასრულებას ელოდებოდა ოპოზიცია. ენმ-ის წევრმა ტერიტორია რამდენიმე დღის წინ დაათვალიერა და ადგილიდან ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ სამუშაოები შენობის დემონტაჟის შემდეგ შეჩერებულია.

“ეს არც ჩერნობილია და არც ნაომარი ქალაქი.. ეს ხაშურია აქ იყო სკოლა რომელშიც უკვე ორი წელია საწავლო პროცესი შეჩერებულია  დაანგრიეს, თვეებია ასეა მიტოვებული  ბავშვებს სხვა სკოლაში უწევთ სიარული. და არავინ იცის როდემდე”, – აცხადებდა ეკა პაპუაშვილი.

მის კრიტიკის საპასუხოდ, განცხადება ხაშურის რესურსცენტრის უფროსმა, ზვიად გოგუაძემ გააკეთა. მისი თქმით, ყველაფერი გეგმისამებრ მიდის და კომპანიის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადები არ ირღვევა. 

“სკოლის ასაშენებალად კომპანიას ვადა აქვს 28 თვე, მათ შორის საპროექტოს სამუშაოების ვადაა აქვს მაქსიმუმ 6 თქვე ხელშეკრულება დადებულია 26 აპრილს შესაბამისად, ოქტომბრამდე საპროექტო სამუშაოები შეუძლია აწარმოოს. ამ ეტაპზე, არანაირ დარღვევას არ აქვს ადგილი კომპანიის მხრიდან”, – განაცხადა ზვიად გოგუაძემ. 

სკოლის მშენებლობის მიზნით, ხელშეკრულება კომპანია “ლაგი კაპიტალთან”  სსიპ საგანმანათლებლო და სამცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, მანდ სამშენებლო სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაიწყოს და 12 კალენდარული თვეში დაასრულოს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას სხვა ვალდებულებებიც აქვს. მაგალითად, მუნიციპალურ ფონდთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, მას ქვეყნის მასშტაბით 8 საბავშვო ბაღი აქვს ასაშენებელი,

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი