ადამიანები ისტორიები

მაყვალა ხაჩიძე – ქალი, რომელსაც ხაშურში ქართული ენის ქომაგად იცნობენ

ხაშურის საპატიო მოქალაქეს და ქართული ენის ქომაგად წოდებულ მაყვალა ხაჩიძეს ქალაქში თითქმის ყველა იცნობს. ის მრავალი წელია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მუშაობს. არის 7 წიგნის ავტორი.

“გამოქვეყნებული მაქვს ლექსები, მცირე პროზა, ყაზალები, რომელიც სპარსული პოეზიის ნიმუშებია. წიგნი მივუძღვენი აფხაზეთს და ასევე ვწერ ხაშურის კულტურულ ცხოვრებაზე, გამორჩეულ ადამიანებზე, მათ შრის გარდაცვლილებზე”.

მაყვალა პროფესიით ფილოლოგია. ამბობს, რომ 28 წლის იყო, როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა.

ცოდნაზე და განათლებაზე უარი არსდროს მითქვამს, არც ხელი ჩამიქნევია და ვფიქრობ ეს დამიფასდა”.

მაყვალას ქართული ენის ქომაგად იხსენიებენ. მეგობრების და თანამშრომლებისთვის სწორად მეტყველების სწავლება მის საყვარელ საქმიანობად ახალგაზრდობაშივე იქცა.

“ვიდრე ფილოლოგი გავხდებოდი, ჯერ კიდევ მაშინ ვცდილობდი სწორი მეტყველება მესწავლებინა. სხვადასხვა სამსახურებში მუშაობის პერიოდში ვაწარმოებდი ყულაბას და თუ ვინმეს რომელიმე სიტყვა შეეშლებოდა, ფულს აგდებდა, შემდეგ იმ თანხით ექსკურსიებზე დავდიოდით”, – იხსენებს ის.

მაყვალა გვიყვება, რომ მისთვის სასურველი პროფესია პატარა ასაკიდან ჟურნალისტიკა იყო, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო, ეს ფაკულტეტი ვერ აირჩია. მოგვინებით კი მისმა ერთმა წერილმა, რომელიც გაზეთში გამოქვეყნდა, საყვარელ პროფესიაში დაამკვიდრა.

“ვისწავლე ფილოლოგია, თუმცა არ მიმუშავია სკოლაში, რადგან ქმარ გაცილებული ვიყავი და იმ დროს თითქოს იზღუდებოდნენ ასეთი პედაგოგები, მახინჯი პრაქტიკა იყო და მეც ამ კომპლექსებმა დამჯაბნა. ერთხელ წერილი გამოვაქვეყნე გაზეთში, რომელიც იმ დროს გაზეთის რედაქტორს კარგად მოხვდა თვალში და დამიკავშირდა. მას მერე, ოთხი ათეული წელია, ვეწევი ჟურნალისტურ საქმიანობას. ყოველთვის ვფიქრობ, რომ რაც გულით გინდა, ის აუცილებლად მოხდება. ასე სრულიად შემთხვევით მოვხვდი ჟურნალისტიკაში და მას მერე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ”.

მაყვალა ხაჩიძეს მიღებული აქვს მუზეუმის ჯილდო, დიმიტრი ყიფიანის მედალი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.