სტატიები

ვინ და რატომ აპირებს შექმნას ახალი პარტიები ცხინვალში

JAMnews-ის რეპორტაჟი

ცნობილია, რომ უკვე არსებული შვიდის გარდა, სამხრეთ ოსეთში ორი ახალი პოლიტიკური პარტია გამოჩნდება. პრეზიდენტ ალან გაგლოევის ორი მხარდამჭერი ერთდროულად საკუთარი პარტიების შექმნას აანონსებს. ექსპერტებს ჯერ კიდევ უჭირთ იმის თქმა, რამდენად ოპოზიციური იქნება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები და საჭიროა თუ არა საერთოდ ისინი.

“ახალგაზრდა და ჭყინტი” – გარი მულდაროვი

პირველ რიგში, 35 წლის პარლამენტის წევრმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გარი მულდაროვმა საკუთარი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა და ახალგაზრდებს მისი ფიგურის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსის შესახებ ფართო საზოგადოებამ ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის შესახებ სკანდალური კრიტიკის წყალობით შეიტყო. მაშინ მან საპროტესტო ელექტორატის განწყობები მნიშვნელოვნად გააღვივა. გარი მულდაროვი ამით მნიშვნელოვნად დაეხმარა ამჟამინდელ პრეზიდენტს, რომ მას 2022 წლის ზაფხულში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოეგო.

თავად მულდაროვმა პირველ ტურში ხმების დაახლოებით 10 პროცენტი მიიღო, მეორეში კი გაგლოევს დაუჭირა მხარი. ახლა ის არ ერიდება ყოფილ თანამებრძოლთს გაუწიოს კონკურენცია.

გახდება თუ არა მულდაროვი ოპოზიციის ლიდერი? თუ გაგლოევმა და მულდაროვმა ალიანსი შეკრეს პოლიტიკური მრავალფეროვნების შესაქმნელად?

ადგილობრივი ექსპერტები არიან მზად ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

ისინი იხსენებენ ინციდენტს, რომელიც ამ ზაფხულს გაგლოევსა და მულდაროვს შორის მოხდა. სავარაუდოდ, კონფლიქტი პრეზიდენტის ოფისში მას შემდეგ დაიწყო, რაც მულდაროვმა საკუთარი პარტიის შექმნა გადაწყვიტა. ფაქტია, რომ ის პარლამენტში ერთმანდატიან ოლქში აირჩიეს მაშინდელი მმართველი პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ სიით და, ფაქტობრივად, მულდაროვის მოადგილე წინა ხელისუფლების წინაშე ვალია.

მართალია, მოგვიანებით მულდაროვმა დატოვა მისი რიგები და მაქსიმალურად დაშორდა ყოფილ თანამოაზრეებს, თუმცა ახლა მულდაროვი არც ყოფილ პრეზიდენტებზე და არც ახლანდელზე კრიტიკულ განცხადებებს არ აკეთებს.

მისი საქმიანობის შესახებ, როდესაც საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სათავეში იყო, არ ვრცელდება, და ეს ძალიან უცნაურად გამოიყურება, თუ გავიხსენებთ, რომ საარჩევნო კამპანიის მწვერვალზე მულდაროვი ამტკიცებდა, რომ ბიბილოვმა დათმო სამხრეთ ოსეთის 200 კვ. კმ ტერიტორია და მას მოღალატე უწოდა. ახლა აღმოჩნდა, რომ “ეს თემა მისი დღის წესრიგიდან გაქრა.”

„ყოფილი პოლიტპატიმარი“ გეორგი კაბისოვი

საკუთარი პარტიის შექმნა სურს ინფორმაციის, კომუნიკაციებისა და მასკომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, გეორგი კაბისოვსაც.

2017 წელს კაბისოვი დააკავეს ეკონომიკური დანაშაულის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რვა წელი მიუსაჯეს. ოფიციალური ვერსიით, იგი ეწეოდა ხელისუფლების მაღალჩინოსნების უნებართვო მოსმენებს და აგროვებდა კომპრომატებს შანტაჟისთვის. თავად კაბისოვმა მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო ანატოლი ბიბილოვის “ნამუშევარი”.

საპრეზიდენტო არჩევნებში კაბისოვის გავლენიანი ნათესავები აქტიურად უჭერდნენ მხარს ალან გაგლოევს, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ყოფილი თანამდებობის პირი პატიმრობიდან საერთოდ გაათავისუფლეს.

„ყოფილი პოლიტპატიმარი თავის მომავალს პოლიტიკაში ხედავს, ამიტომ საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნასაც აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, კაბისოვი გაგლოევის ოპოზიცია გახდება თუ მის მიმართ ლოიალური იქნება. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამჟამინდელი პრეზიდენტის წყალობით დატოვა მან ციხის საკანი.” – ამბობს კაბისოვის ერთ-ერთი მხარდამჭერი.

თავად კაბისოვს საკუთარი გეგმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ არ გაუშვებს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს მრავალრიცხოვან ღონისძიებებში და ხმამაღალი მიმართვები გააკეთოს. ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ მივიდა ცხინვალელების საპროტესტო აქციაზე ძველი ხიდის დანგრევის წინააღმდეგ, რომელიც გაგლოევმა და მისმა გუნდმა უკვე ნაწილობრივ გაანადგურა მძიმე ტექნიკით, თუმცა საზოგადოების მზარდი კრიტიკის გამო, სამუშაოები შეჩერდა.

საჭიროა თუ არა ახალი პარტიები სამხრეთ ოსეთში?

მის ახალ პარტიას სავარაუდოდ «Ирон» დაერქმევა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი აქტივისტები 2010 წელს უკვე ცდილობდნენ ამ სახელით პარტიის რეგისტრაციას, მათ რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.

მასალის კითხვა შეგიძლიათ განაგრძოთ ბმულზე: https://bit.ly/3Ydiu2y

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.