სტატიები

“ოცნების” შემომწირველი ბიზნესმენი ქარელის მერიის ტენდერებში ლიდერობს

ქარელის მერიამ “ოცნების” შემომწირველ ბიზნესმენს მიმდინარე წელს 10 ხელშეკრულება გაუფორმა.

პაატა ხაჭაპურიძემ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერების ხშირი მონაწილეა.

მიმდინარე წელს აღნიშნულ სუბიექტსა და ქარელის მერიას შორის 398 899 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.

ხაჭაპურიძემ მოიგო ტენდერები, რომლებიც ქარელის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებდა:

  • ქარელში თამარ მეფის ქუჩა N60 – ში მდებარე ბ.მ.ა ,,სამოცბინიანი” – ს სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები. – 72 587 ლარი;
  • სოფელ ფცაში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები და სოფელ ფცაში სამანქანე ბოგირზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები – 21 669 ლარი;
  • ქარელში ვარძელაშვილის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები – 41 743 ლარი;
  • სოფელ ჭვრინისში სანიაღვრეს მოწყობა სეპტიკით – 20 844 ლარი;
  • სოფელ ბრეთის მეურნეობაში სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. – 32 239;
  • ქარელში კაპანაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები – 46 202 ლარი;
  • სოფელ ბრეთის ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 76 962 ლარი;
  • დაბა აგარაში სკვერის მოწყობის სამუშაოები – 29 199 ლარი;
  • სოფელ ღვლევში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები – 23 215 ლარი;
  • 10. სოფელ კოდავარდისუბანში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები – 34 239 ლარი.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.