სტატიები

რა გვიჯდება მერიის იმ სამსაურების და ა(ა)იპ-ების ცალ-ცალკე შენახვა, რომლებსაც მსგავსი ფუნქციები აქვთ – ჟურნალისტური გამოძიება

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველთვიურად მერიის 9 სამსახურის და 11 ა(ა)იპ-ის ხარჯებს ფარავს. ბიუჯეტიდან გაიცემა იქ მომუშავე პირთა ხელფასებიც. 

როგორია რეალობა? რამდენად საჭიროა მუნიციპალიტეტში 9 სამსახურის და 11 ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება? რამდენად განსხვავებულ მიზნებს და ამოცანებს ემსახურებიან ისინი? – სწორედ ამ საკითხებს მოიცავს რადიო “მოზაიკას” მორიგი ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც აჩვენა, რომ მერიის რამდენიმე სამსახური ზოგიერთი ა(ა)იპ-ის იდენტური მიმართულებით მუშაობს და ამისთვის ბიუჯეტიდან ცალკე დაფინანსებას იღებს.

მხოლოდ სამსახურების ხელმძღვანელ პირთა ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 15 300 ლარს, რაც წლის განმავლობაში 183 600 ლარია. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ხელფასს იღებენ აღნიშნულ სამსახურებს დაქვემდებარებული განყოფილებების ხელმძღვანელებიც –  მათი ყოველთვიური ანაზღაურება 1 200 ლარს შეადგენს. თითოეული სამსახურს კი მინიმუმ ორი განყოფილება აქვს. მათი ხელმძღვანელების წლიური სარგო ჯამში 388 800 გამოდის.

რაც შეეხება მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს. თითოეული სააგენტოს დირექტორის თვიური ხელფასი 1 600 ლარზე მეტია. ერთი წლის განმავლობაში კი მათი ანაზღაურებისთის დაახლოებით 217 000  ლარზე მეტი იხარჯება.

Სამსახურის ხელმძღვანალების ანაზღაურება განყოფილების
უფროსების
ანაზღაურება
ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელების ანაზღაურება
ერთ თვეში 15 300 ლარი 32 400 ლარი 18 000 ლარი
ერთ წელში 183 600  ლარი 388 800 ლარი 217 000 ლარი

ჯამში, გორის ბიუჯეტს 9 სამსახურის და 11 ა(ა)იპ-ის მხოლოდ ხელმძღვანელი პირების ერთწლიანი მომსახურება  ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს დანახარჯი გონივრული და გამართლებულია. 


“გორის განაშენიანება მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე არ უნდა იგეგმებოდეს” – რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება? 

ავტორი: ქეთი ბებიაშვილი არ უნდა შევწყვიტოთ იმაზე საუბარი, რაც ჩვენ გვეხება და ასეთ საკითხებს შორის, ერთ-ერთი სწორედ ქალაქის განაშენიანებაა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ჩვენს საუბარს მყისიერი შედეგი არ ჰქონდეს, მე მაინც მჯერა, რომ ყოველი სიტყვა საბოლოოდ წყლის იმ წვეთად იქცევა, რომელიც ერთ დღეს ქვას გახეთქავს.  უბრალოდ ჩვენთვის მნიშვნელოვან, ჩვენი ქალაქისთვის საციცოხლოდ აუცილებელ საკითხზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, […]


კულტურა, სპორტი, განათლება და ახალგაზრდული საკითხი – ამ მიმართულებით, მერია ხელფასს 900-მდე ადამიანს უხდის

განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდული საკითხები – ამ მიმართულებით სამუშაოდ, მერიას 1 სამსახური და 3 ა(ა)იპ აქვს შექმნილი. Კერძოდ, ბიუჯეტი ინახავს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს და ამავდროულად, აფინანსებს იდენტური მიზნების მქონე კიდევ 3 მუნიციპალურ ა(ა)იპ-ს – კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს და ფეხბურთის კლუბ “გორს”. 

აღნიშნული სამსახურების და ა(ა)იპ-ების წესდებების შესწავლამ აჩვენა, რომ მერიის შიდა სამსახურების და ა(ა)იპ-ების ფუნქციები ერთმანეთის იდენტურია.

მაგალითისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ფუნქციებს შორის არის მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა. Მაშინ,  როდესაც ამავე საქმისთვის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში ასობით ადამიანია დასაქმებული და სწორედ,  ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ევალება მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების და ა.შ. გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, მერიას შექმნილი აქვს ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილება. ამის პარალელურად კი, ერთ-ერთი ა(ა)იპ-ი ბიუუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ნაწილს ახალგაზრდული ცენტრის შენახვაზე ხარჯავს. 

“სახეზე გვაქვს მერიის ახალგაზრდული განყოფილება და ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ახალგაზრდული ცენტრი. ერთი კულტურის ა(ა)იპ- ეკუთვნის, მეორე – მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ სამსახურს. მათ შორის კოორდინაცია არ ჩანს და ვფიქრობ, თავისუფლად არის შესაძლებელი მერიის ახალგაზრდულმა შეითავსოს ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში მყოფი ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა., რაც გარდა იმისა, რომ თავიდან აგვარიდებდა ფუნქციების დუბლირებას და არაკორდინირებულ მუშაობას. საბიუჯეტო თანხებსაც დაზოგავდა“, – ამბობს დაკო მურადაშვილი. Სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი. 

ფუნქციების დუბლირება თავლშისაცემია სპორტის შემთხვევაშიც. მერიას აქვს სპორტის განყოფილება და  ამავე დროს არსებობს ცალკე სპორტის განვითარებაზე ზრუნვისთვის შექმნილი ა(ა)იპი, რომელსაც განყოფილების იდენტური ფუნქციები აქვს.

რა ევალება სპორტის განყოფილებას?

ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების ფუნქციონირების ხელშეწყობა;

დ) სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზება;

ე) წინადადებების შემუშავება გორის მუნიციპალიტეტის სპორტული პოტენციალის გაზრდის მიზნით;

ვ) მასობრივი სპორტის განვითარები ხელშეწყობა;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად, მერიის სპორტის განყოფილებაში დასაქმებულია 5 ადამიანი: განყოფილების უფროსი, 2 უფროსი სპეციალისტი და 2 უმცროსი სპეციალისტი. მათ ხელფასებზე ყოველთვიურად ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 350 ლარი იხარჯება.

რაც შეეხება, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, მის ფუნქციებშიც, მერიის სპორტის განყოფილების მსგავსად, შედის სპორტული ობიექტების ფუნქციონირების ხელშეწყობა და ღონისძიებების დაგეგმვა. წესდებაში ვკითხულობთ:

“სააგენტოს ამოცანებია სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების მომზადება და გამართულად ჩატარების უზრუნველყოფა და ა.შ.”

მსგავსება მერიის შიდა სამსახურის და ა(ა)იპ-ის ფუნქციებს შორის ამ შემთხვევაშიც ნათელია. ერთადერთი სხვაობა მათ ფუნქციებს შორის ისაა, რომ მხოლოდ მერიის შიდა სამსახურს აქვს უფლება შეიმუშაოს მუნიციპალური პროგრამები და შემდეგ კოორდინაცია გაუწიოს მათ განხორციელებას.

ჯამში, მოძიებულ ცნობებზე დაყრდნობით, გორის მუნიციპალიტეტში განათლების, კულტურის, სპორტის და ახლგაზრდულ საკითხებზე სამუშაოდ, მერიას 900-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დაქირავებული და მათ ყოველთვიურად, დაახლოებით 350 000 ლარს უხდის. 

დასაქმებულ პირთა ოდენობათვიური სახელფასო ფონდი
განათლების, კულტურის, სპორტის და ახლგაზრდულ საკითხთა სამსახური23 100 ლარი
განათლების განყოფილება43 700 ლარი
სპორტის განყოფილება54 350 ლარი
ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილება54 150 ლარი
კულტურის განყოფილება76 100 ლარი
ა(ა)იპ ფეხბურთის კლუბი “გორი”14244 290 ლარი
ა(ა)იპ სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო259130 000 ლარი
ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო525160 000 ლარი

როგორ შევქმნათ საგნობრივი კურიკულუმი სკოლაში? 

ავტორი: თინა ძულიაშვილი, წამყვანი მასწავლებელი, სასკოლო სასწავლო გაგმების დანერგვისა და განვითარების კოორდინატორი  “ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 2019 -2023 სასწავლო წელს საქართველოს  ყველა საჯარო სკოლაში ინერგება ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებს, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სისტემას, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის პრაქტიკას. გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული და კონსტრუქტივისტულ […]


ტრანსპორტთან და პარკირებისასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, მერიას შიდა სამსახურის 1 განყოფილება და ორი ა(ა)იპ აქვს შექმნილი

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სატრანსპორტო საკითხების უზრუნველსაყოფად მუშაობს მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტის რეგულირების განყოფილება და ასევე ცალკე ა(ა)იპ გორის ტრანსპორტის სააგენტო. 

Პარკირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველსაყოფად მუშაობს მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტის რეგულირების განყოფილება და ასევე, ცალკე ა(ა)იპ გორის კეთილმოწყობის სააგენტო. 

განყოფილების და სააგენტოების ფუნქციების შესწავლიდან ირკვევა:

  • მერიის შიდა განყოფილება ძირითად რეგულაციებს განსაზრვრავს;
  • სააგენტოები კი სერვისის მიწოდებას და დაწესებული რეგულაციის აღსრულებას უზრუნველყოფენ. 

დარგის სპეციალისტები ფიქრობენ,  მხოლოდ განყოფილების შენარჩუნებით და მის მიერ დაწესებულები რეგულაციების შესაბამისად, მომსახურების უკვე კერძო სექტორისგან შეძენით, ბიუჯეტის მნიშვნელოვნად დაზოგვა იქნებოდა შესაძლებელი. 

თამარ ედიშერაშვილი, ფინანსისტი

რეგულირების სამსახური უნდა ქმნიდეს სტანდარტებს. ის შეიძლება არსებობდეს და ქალაქში რაღაც სტანდარტს აწესებდეს. Სწორი იქნებოდა, თუ ამ სტანდარტს და დაწესებულ რეგულაციებს შეასრულებდა რომელიმე კერძო კომპანია და შეჯიბრებითობის პრინციპით მოქალაქეები მიიღებდნენ იაფ და ხარისხიან მომსახურებას. სხვა დანიშნულება საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ერთეულს არ უნდა ჰქონდეს.

სწავლა ზრდასრულ ასაკში, მუშაობა და შვილების მოვლა – “შეუძლებელი არაფერია” 

ავტორი: ელისო პავლიაშვილი, 31 წლის ვარ ორი შვილის დედა. მყავს ცამეტი და თერთმეტი წლის გოგონები.ოჯახი ჩვიდმეტი წლის ასაკში შევქმენი, მალევე შემეძინა პირველი შვილი, შემდეგ მეორე. ადრეულ ასაკში, ოჯახის შექმნის და პატარა შვილების გამო, ვერ შევძელი თავის დროზე სწავლა და რაიმე პროფესიის შეძენა. ასევე, მიწევდა მუშაობა ოჯახის კეთილდღეობისთვის. ბევრგან მიმუშავია: მქონდა კომპიუტერული მომსახურების ოფისი, ვიყავი გაყიდვების […]


ასეთ შემთხვევაში,  მერიის შიდა განყოფილება განსაზღვრავდა ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკს, მარშრუტებს და ამის შესაბამისად, ითანამშრომლებდა უკვე არსებულ რომელიმე სატრანსპორტო კომპანიასთან. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ გახდებოდა საჭირო დამატებით 200-მდე ადამიანის დაქირავება და ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდე თანხის დახარჯვა. 

მიშა ჩიტაძე, გორის საინფორმაციო ცენტრი

ბევრად უფრო იაფად შეიძლებოდა ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება, თუ უკვე არსებულ გადამზიდავებთან ვიმუშავებდით. მოვახდენდით მხოლოდ იმ სეგმენტის სუბსიდირებას, რომელიც კომერციულად წამგებიანია. თუ ავტოპარკის განახლებაზეა საუბარი, დავეხმარებოდით, თავად აეღოთ კრედიტები და/ან სარგებლობაში გადაგვეცა სატრანსპორტო საშუალებები, შესაბამისი ექსპლოატაციის გარანტიებით. მინიმუმ ახალი ფარეხების აშენება მაინც არ დაგვჭირდებოდა.

Საზოგადოების ამგვარი რეკომენდაციების მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტრანსპორტის სააგენტო გასულ წელს მაინც შეიქმნა.  ერთ წლის შემდეგ კი, სახეზე გვაქვს ტრანსპორტის საააგენტო:

  • რომელიც მართავს 10-წლიანი სესხით ნაყიდ  30 ავტობუსს;
  • Სადაც  დასაქმებულია 120 მძღოლი და 16 კონტროლიორი, რომლებსაც არც ერთი ჯარიმა არ აქვთ დაწერილი;
  • Რომელიც ყოველთვიურად 14 შტატიან და 172 უშტატო თანამშრომლის ხელფასებზე 128 285 ლარს ხარჯავს.
  • რომლის ხელმძღვანელის სახელფასო ანაზღაურება თვეში 1 700 ლარამდეა.

რაც შეეხება პარკირებას, ამისთვის საბიუჯეტო დაფინანსებით მუშაობენ:

  • გორის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტის რეგულირების განყოფილება;
  • გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს, სატრანსპორტო საშუალებების პარკირების და მართვის განყოფილება.

გაწერილი ფუნქციებიდან ირკვევა, რომ საპარკინგე ადგილების გამოყოფასა და რეგულირებას უზრუნველყოფს მერიის ტრანსპორტის რეგულერების განყოფილება, ხოლო კეთილმოწყობის სააგენტოში შემავალი პარკირების განყოფილება უზრუნველყობს საპარკინგე რეგულაციების აღსრულებას, როგორიცაა მაგალითად, საჯარიმო ოქმების დაწერა.

მთლიანობაში, მერიის სამსახურის და ა(ა)იპ-ის განყოფილებებში დასაქმებულ პირთა ხელფასები ყოველწლურად 70 000 ლარს აჭარბებს.

ამ შემთხვევაშიც, დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პარკირებასთან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულებისთვის დამატებითი საბიუჯეტო დაწესებულების შექმნის ნაცვლად, შესაძლებელი იყო კერძო კომპანიასთან თანამშრომლობა, რაც ბიუჯეტს დამატებითი ხელფასების გაცემას ააცილებდა.

ტურიზმის განვითარებისთვის გორში 3 მუნიციპალური ერთეული მუშაობს

“ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა” , – აღნიშნულ წინადადებას ამოიკითხავთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ფუნქციების ჩამონათვალში და ასევე ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს და კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წესდებებშიც. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ერთსა და იმავე მიზნის გარშემო გორის მუნიციპალიტეტის მერიის 3 სტრუქტურული ერთეული მუშაობს.

მერიის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ფუნქციების ჩამონათვალში სიტყვა 'საერთაშორისო' მხოლოდ სათაურში გვხვდება, დანარჩენ შემთხვევაში, საუბარი ძირითადად ტურიზმზეა.
სამსახურის მიზნებს შორის არის ტურიზმის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება; მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას; ტურიზმის განვითარების საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტში კერძო ბიზნესის ისეთი დარგების განვითარება, როგორიცაა: საოჯახო სასტუმროები, აგრობიზნესი, ღვინის ბიზნესი, სუვენირების წარმოება, რეალიზაცია და ა.შ. ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება; ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.

მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ფუნქციების ჩამონათვალში საერთაშორისო ურთიერთობებზე არაფერია ნათქვამი.

ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა აქვს დავალებული ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოსაც. უწყების წესდებაში სააგენტოს მიზანი 4 სიტყვით არის ჩამოყალიბებული: გორის მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობა.
ამ მიზნის მისაღწევად, დოკუმენტის მიხედვით, სააგენტოს ამოცანებს შორის ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად არის პარტნიორული ურთიერთობების გამყარება ადგილობრივ თუ უცხოურ ორგანიზაციებთან.
ამავე მიმართულებით მომუშავე მე-3 სტრუქტურული ერთეულია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო.
მისი მიზანია ტურისტების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და ვიზიტორებისთვის მძლავრი ინფრასტრუქტურის შექმნა.

ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის ერთი სამსახური და 1 ა(ა)იპ მუშაობს

ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შესახებ, ინფორმაციის გავრცელებაზე მერიის 1 სამსახური და ცალკე დაფუძნებული კიდევ ერთი ა(ა)იპ ზრუნავს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასა და ა(ა)იპ გორის მაცნეში ჯამში 17 ადამიანია დასაქმებული. ფუნქციების მიხედვით, განყოფილებასა და ა(ა)იპ-ში დასაქმებულ პირთა სამუშაო აღწერილობა პროექტების, დაგეგმილი აქტივობების შესახებ სხვადასხვა სახის მასალების მომზადებას და ინფორმაციის გავრეცელებასაც მოიცავს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი ფიქრობს, რომ ეს შემთხვევა ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის მაგალითია.

ლექსო მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი

იმ შემთხვევაში, თუ გორის მერიის რომელიმე სამსახური და ა(ა) იპი ერთს და იმავე მომსახურებას გვთავაზობენ, ლოგიკურია ერთ-ერთი უნდა გაუქმდეს. ერთი და იგივე მომსახურებაში ბიუჯეტიდან ფული რამდენჯერმე არ უნდა დაიხარჯოს. ამის კარგი მაგალითია ა(ა)იპი გორის მაცნე, რომელიც დაკავებულია მერიის საქმიანობის პიარით. ამის გარდა, მერია პიარსამსახურსაც ინახავს და ცალკე პიარის მომსახურებასაც ყიდულობს. ეს არის სრული ანომალია.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი საქმიანობების და ჩატარებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, პიარ-სპეციალსიტები სხვა ა(ა)იპ-ებსაც ჰყავთ დაქირავებული. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ისინი მომსახურებას დამატებით, სხვა საინფორმაციო სააგენტოებისგანაც ყიდულობენ.


სამაგიდო თამაშები და ამერიკული კუთხე – გორის საჯარო ბიბლიოთეკის საინტერესო სივრცე

ავტორი: ინგა კასრაძე, ამერიკის კუთხის კოორდინატორი გორის ცენტრალური ბიბლიოთეკა გარდა მოზარდთა წიგნიერების განვითარებისა, ერთგვარ კულტურულ-შემოქმედებით  ცენტრად იქცა. ბიბლიოთეკა ეხმარება დაინტერესებულ მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში და უდიდესია ამ მხრივ მისი როლი. გორის საჯარო ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ამერიკული სივრცე, რომელიც არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტი და კურირებას უწევს ამერიკის საელჩო საქართველოში. მსგავსი სივრცე არსებობს მსოფლიოს 600-ზე მეტ ქალაქში, აქ […]


დარგის სპეციალისტები ყველა ამ შემთხვევას იმის დასტურად მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია შემუშავებული არ აქვს და რომ სამსახურების, განყოფილებების და ა(ა)იპ-ების შესაქნელად მიზნები, ამოცანები და ფუნქციები სპონტანურად და ქაოტურად დგინდება. ეს კი, საბოლოოდ ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვას იწვევს.

ქეთევან ენუქიძე, შეაჩერე კორუფცია

საბიუჯეტო ხარჯები დაზოგვისთვის, აუცილებელია არსებობდეს კვალიფიციური კადრები და კეთდებოდეს სწორი ანალიზი, თუ რომელი სამსახური რა ფუნქციას ასრულებს. ბიუჯეტი იხარჯებოდეს საჭიროებისამებრ და არა კერძო ინტერესებისათვის. სწორად უნდა იყოს მიზნები ჩამოყალიბებული და ამ მიზნებს ხმარდებოდეს საბიუჯეტო თანხები. უნდა ხდებოდეს გამოკითხვა, მონიტორინგი და ანალიზი. ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივი დაკვირვება, კონკრეტული თანხის დახარჯვით რომელი მიზანი იქნა მიღწეული და რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო თანხების დაზოგვისთვის და შედეგზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმისთვის აუცილებელია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყოს:

  • მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ჩატარება და მიღებული შედეგების მიხედვით, უკვე არსებული ა(ა)იპ-ების და სამსახურების ოპტიმიზაცია/გაუქმება;
  • ბაზრის კვლევა და ა(ა)იპ-ების ნაცვლად, სერვისების კერძო სექტორისგან მიღება.

ქაოსი ჩვენ გარშემო – რას ვიღებთ სუსტი თვითმმართველობისგან?

ავტორი: მიშა ჩიტაძე გორის ერთ-ერთ ცენტრალურ – ჭავჭავაძის ქუჩაზე გავლა, დიდი ხანია ფეხით მოსიარულეთათვის დაკვირვებას, სიფრთხილესა და მტკიცე ნებისყოფას მოითხოვს: ტროტუარის დიდი ნაწილი, ავტოსადგომების ჩათვლით, გარე მოვაჭრეებსა და მათ კლიენტებს აქვთ დაკავებული. ზოგი პირდაპირ მანქანიდან ყიდის საქონელს. მიუხედავად გარე ვაჭრობასთან არაერთხელ გამოცხადებული დაუნდობელი ომისა, პერიოდული რეიდებისა და გაწევ-გამოწევისა, სიტუაცია უცვლელია და შეიძლება ითქვას, დღითიდღე უარესდება. […]

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.