სტატიები

რატომ აღარ ტარდება კოვიდტესტირება გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში? – ინტერვიუ მარი გიუნაშვილთან

2021 წლის 1 ნოემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში covid-19-ზე ტესტი აღარ ტარდება. მუნიციპალურ ორგანიზაციაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა, თუმცა მისი პარალიზება არ მომხდარა და  თანამშრომელთა ნაწილი კვლავ დატვირთული გრაფიკით აგრძელებს საქმიანობას. რატომ შეაჩერა ჯანდაცვის ცენტრმა ტესტის გაკეთების მსურველი მოქალაქეების მიღება, როგორ მუშაობს პანდემიის პირობებში მუნიციპალური ა(ა)იპ და რა მომსახურებას სთავაზობს მუნიციპალური ა(ა)იპ მოქალაქეებს ამ ეტაპზე, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რადიო „მოზაიკას“  ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარი გიუნაშვილი ესაუბრა.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან მოქალაქეთა სიმრავლე არარ შეინიშნება. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის ტესტის გაკეთება თქვენთან  აღარ ხდება. რატომ?

სიცხიან პაციენტებს ზოგადად არ ვღებულობდით, რადგან ჩვენ ისედაც ბევრი საქმე გვქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ ასე მოზღვავებული იყო მოქალაქეთა მომართვიანობა, 10:00-13:00 საათამდე მაინც ვტესტავდით სიცხიან პაციენტებს, მაგრამ რადგან ჩვენც დაგვიდასტურდა ვირუსი, ისედაც სახიფათო იყო და ცოტანიც ვიყავი, ჩვენი სხვა საქმეები რომ არ შეფერხებულიყო, ვგულისხმობ გეგმიურ ტესტირებას, რომელსაც გასვლბით ვახორციელებთ, შევწყვიტეთ მოქალაქეთა მიღება. თუ მოხდებოდა ისე, რომ დღის მეორე ნახევარში ვინმე მოგვმართავდა, უარს არ ვეუბნებოდით ცხელებიანსაც კი, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით. ისე რომ სამსახური დაკეტილი/პარალიზებული არასოდეს ყოფილა.

გეგმიური ტესტირების გარდა, სად გიწევთ კიდევ გასვლები და ასეთ ვითარებაში როგორ ახერხებთ ამას?

გარდა გეგმიური ტესტირებისა, სამინისტროსგან გადმოცემული მონაცემების საფუძველზე ყოველდღიურად გვიწევს ბინაზე ტესტირება, რისთვისაც გადიან ადგილზე ჩვენი Tანამშრომლები. სამინისტრო გვეხმარება მანქანით. მე ერთი მანქანა მყავს და ზოგჯერ საწვავიც არ მყოფნის. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, არც გასვლები არ შეგვიწყვეეტავს რაიონებში. გვიწევს გასვლები ყოველ დილა-საღამო-შუადღე, შშმ პირებთან და მოხუცებთან. ასევე 4-5 საათამდე ბაღი მოდიოდა და იტესტებოდა. ტრანსპორტის უზრუნველყოფით სამინისტროს მოყავდა მოქალაქეები გასატესტად ჩვენთან. ამ ფონზე  10:00 -დან 13:00- საათამდე ლაბორანტი ისევ მოქალაქეთა ტესტირებით რომ ყოფილიყო დაკავებული, ამის რესურსი ნამდვილად აღარ გვქონდა.

თუ აპირებთ და რა შემთხვევაში აღადგენთ მოქალაქეთა ისევ იმ გრაფიკით მიღებას ტესტის ჩასატარებლად?

ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ძალიან დამღლელია ეს პროცესი. თუ მომართვიანობა იქნება მომატებული, ალბათ ისევ ასე გავაგრძელებთ, თუ არა, ვინც მოგვმართავს, ისევ გადავამისამართებთ სახელმწიფო პროგრამებზე მომუშავე 2 კერძო ლაბორატორიასთან გორში. ვეცდებით, რომ აღვადგინოთ უახლოეს პერიოდში, თუ რამე არ შეიცვალა.

არც აცრები ტარდება თქვენთან?

კოვიდვაქცინაციას თუ გულისხმობთ არა. ჩვენთან ტარდება რისკ-ჯგუფების აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ. ამ კატეგორიაში შეიძლება მოვიაზროთ პენსიონერები, მათი ოჯახის წევრები და ა.შ. რაც შეეხება კოვიდვაქციანციას, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩვენ დაკონტრაქტებული გვყავს ექიმები, იცით ალბათ ეს მარათონი რომ დაიწყო. იქ ვუზრუნველყოფთ მათ ვაქცინით. ერთი გამსხვლელი ბრიგადა გვყავს, სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებით დაკომპლექტებული და რომელი სოფელიც მოითხოვს ან თუ შეიკრიბება სადმე სულ მცირე 10-15 კაციანი ჯგუფი,  ექიმებთან მაქვს კავშირი და მათ ვთხოვ, რომ ჩაატარონ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე აცრა.

დაფინანსება 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ისევ იგივე, 135 000 ლარი გაქვთ. რატომ არ მოითხოვეთ პანდემიის პირობებში რაც გჭირდებათ, იმით უზრუნველყოფა?

ხარჯებზე რომ გითხრათ არ მყოფნისთქო, ასე არაა. 2 თანამშრომელი დავიმატე გასულ წელს. შევხედავთ კიდევ, თუ რამე საჭიროება გაგვიჩნდება, მოვითხოვთ.  გასულ წელს 2 თანამშრომელი 3 თვით დავიხმარეთ მერიასთან შეთანხმებით, ოღონდ  ჩვენი სახსრებით. კოვიდზე ხომ გვერიცხება თანხები ნიმუშების მიხედვით და (ყველაფერს ჩვენ ვყიდულობთ ეკიპირება რასაც მოიცავს) იქიდან გარკვეული დანაზოგით შევძელით ეს. ახლა მძღოლი კოვიდდადასტურებული მყავს, მერიაში ვთხოვე და მძღოლი მოგვამაგრეს. მანქანა ჩვენი გვყავს. როდესაც საჭიროა, მერია მანქანასაც გამოგვიყოფს ხოლმე.

რა საჭიროებები გაქვთ ჯანდაცვის ცენტრში ამ ეტაპზე?

ეპიდკვლევებზე გვიჭირს ხოლმე ხალხი ძირითადად. ამ პროცესში გასულ წელს ახლობლებიც დავიხმარეთ. სკოლებიც გვეხმარებიან ტრანსპორტით. არიან დირექტორები, რომლებსაც თვითონაც ჰყავთ მანქანები და მიჰყავთ ტესტის გასაკეთებლად ჩვენი თანამშრომლები. კერძო ლაბორატორიებიც ძალიან გვეხმარებიან. გამოძახება, როდესაც არის და ჩვენ ვერ ვასწრებდით მისვლას, ისინი მიდიან ტესტის გასაკეთებლად. ვთანამშრომლობთ ერთმანეთში აქტიურად. ასევე ძალიან გვეხმარება ჰოსპიტალიც.

რამდენი თანაშრომელი მუშაობს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრში და პანდემიის ფონზე რამდენად საკმარისია ეს რესურსი?

21 თანამშრომელია ჯანდაცვის ცენტრში ჩემიანად და ჯერჯერობით ვართმევთ თავს დაკისრებულ მოვალეობას და საჭირო ღონისძიებებში ჩართვას პანდემიის პირობებში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.