ბლოგები

სამაგიდო თამაშები და ამერიკული კუთხე – გორის საჯარო ბიბლიოთეკის საინტერესო სივრცე

ავტორი: ინგა კასრაძე, ამერიკის კუთხის კოორდინატორი

გორის ცენტრალური ბიბლიოთეკა გარდა მოზარდთა წიგნიერების განვითარებისა, ერთგვარ კულტურულ-შემოქმედებით  ცენტრად იქცა. ბიბლიოთეკა ეხმარება დაინტერესებულ მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში და უდიდესია ამ მხრივ მისი როლი.

გორის საჯარო ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ამერიკული სივრცე, რომელიც არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტი და კურირებას უწევს ამერიკის საელჩო საქართველოში.

მსგავსი სივრცე არსებობს მსოფლიოს 600-ზე მეტ ქალაქში, აქ და საქართველოს კიდევ 14 მსგავს სივრცეში ადამიანები თითქმის ყოველდღე იუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნას, იღებენ ინფორმაციას პიროვნული განვითარების შესაძლებლობებზე, ერთვებიან შემეცნებით პროგრამებში, მოიხმარენ თანამედროვე ტექნოლოგიას და აქვთ წვდომა ათასობით ინგლისურენოვან წიგნსა და ვიდეო-აუდიო მასალაზე.

ასაკი შეუზღუდავია. ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს და ბიბლიოთეკის ვიზიტორს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ამ და სხვა უამრავი სიკეთით, რასაც ჩვენი სივრცე სთვაზობს, მაგრამ ძირითადად შეიმჩნევა უფრო მეტად ახალგაზრდების და სკოლის მოსწავლეების ჩართულობა.

ვთანამშრომლობთ ინგლისური ენის (და არამარტო) პედაგოგეგბთან, რომელთა ჩართულობითაც ვატარებთ არაერთ საინტერესო შეხვედრას სხვადასხვა თემატიკაზე. ასევე ეტაპობრივად მიმდინარეობს შემდეგი კლუბების მუშაობა: სამაგიდო თამაშების, ინგლისურის შემსწავლელი კურსების, ფილმის ჩვენების  და ა.შ. პერიოდულად ვიწვევთ ამერიკელ სპიკერებს საელჩოდან და ტარდება საინტერესო შეხვედრები, ასევე აღვნიშნავთ ამერიკულ დღესასწაულებს.

ხშირია დაინტერესება ზემოთ ნახსენები სამაგიდო თამაშებით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ჯანმრთელობისა და ტვინის განვითრებაში. ის ბავშვებს ეხმარება ლოგიკის, მსჯელობის, კომუნიკაციის, დეტალებზე ყურადღების გამახვილების და კოგნიტური უნარების განვითარებაში.

სამაგიდო თამაშების ერთ-ერთ- ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ის გვეხმარება მოვწყდეთ ეკრანებს, იგი არ მოითხოვს ტელფონის, პლანშეტის და კომპიუტერული რესურსების გამოყენებას და გვაიძულებს, გარკვეული დროით მოვშორდეთ მათ, რაც დღევანდელ რეალობაში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ბავშვისთვის.

გარდა ამისა აქ შეუძლიათ უბრალოდ მობრძანდნენ და თავისუფალი დრო გაატარონ ჩვენთან, სასიამოვნო გარემოში.

ეს ყველაფერი ემსახურება ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას, კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებას, მეტი არაფორმალური განათლების მიცემას, რაც, საბოლოო ჯამში, ეხმარება მოსწავლეს კარიერულ წინსვლასა და ინტერესების უკეთ წარმოჩენაში და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მიზანია ბევრი მომხმარებელი ბიბლიოთეკას და ბევრი განათლებული ახალგაზრდა ჩვენს ქვეყანას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.