სტატიები

როგორ ცდილობს გადარჩენას სოფელი. სამი ამბავი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სოფლებიდან

JAMnews-ის რეპორტაჟი

ცოტამ თუ იცის როგორ ცხოვრობს ხალხი კავკასიის სოფლებში. სოფლებს ამ რეგიონში თითქმის იდენტური პრობლემები აქვთ – ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან. მთავრობის მხარდაჭერა მინიმალურია, კერძო ინვესტიციები კი თითქმის არ არის. ახალი ტექნოლოგიები ფუფუნებაა, გლეხების შრომა აქ არ არის მექანიზებული. ახალგაზრდები კი, რომლებსაც შეუძლიათ ახალი ცოდნის და მეთოდების შემოტანა და დანერგვა, სოფელში მუშაობას გაურბიან, რადგან ეს მომგებიანი არ არის. ისინი მასობრივად ტოვებენ მშობლიურ სახლებს განათლების, სამუშაოს და უკეთესი ცხოვრების ძიებაში.

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სოფლებში გლეხებმა და ფერმერებმა JAMnews-ის ჟურნალისტებს საკუთარი ამბები უამბეს.

საქართველო: “მალე სოფელში არავინ დარჩება და წინაპრები არ გვაპატიებენ”

ანა 20 წლის იყო, წითელი საზაფხულო შარვლითა და სიფრიფანა მაისურით კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში რომ ჩავიდა, იქ სიყვარული იპოვა და სამუდამოდ დარჩა. ანას დედამ მაშინ ბევრი იტირა – ქალაქელი გოგოს სოფელში გათხოვება დედისთვის დიდი ტრაგედია იყო.

მას შემდეგ თითქმის 40 წელი გავიდა. ახლა ანა ტირის დედის გახსენებაზე.

ანას და მის მეუღლეს, მალხაზს უკვე შვილიშვილები ჰყავთ. ცხოვრებას არ უჩივიან – ფერმერები არიან, საქონელს უვლიან, ხეხილის ბაღებს. ანა და მალხაზი ჰყვებიან, როგორი იყო მათი ცხოვრება ხოვლეში, როგორ გაზარდეს შვილები და როგორ შეიცვალა სოფელი ამ წლების განმავლობაში.

მათ ნაამბობს ფონად ქართლის სოფლის მტვრიანი ორღობეები და ჟანგიანი ურდულებით დაკეტილი სახლები დაჰყვება. ზამთარი კიდევ უფრო სევდიანს ხდის ქართულ სოფელს.

მასალის კითხვა შეგიძლიათ განაგრძოთ ბმულზე: https://bit.ly/3Hre5kY
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.