ბლოგები

“უიმედობა და უპერსპეტივობა ახალგაზრდების მასიური მიგრაციის მთავარი მიზეზია”

ავტორი: ბექა პირველი

საზოგადოებას ხშირად არასწორად ესმის ახალგაზრდების მიგრაციის მიზეზები. მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ ქვეყნიდან გასვლის მიზეზი – საკუთარი ქვეყნის მიუღებლობა ან სიყვარულის ნაკლებობაა. ვფიქრობ, ეს ასე არაა.

მიზეზი ხშირად ხდება უპერსპექტივობის, დაუფასებლობის განცდა, რაც აიძულებს ახალგზარდა თაობას დატოვოს ქვეყანა და საკუთარი მომავალი საზღვარგარეთ შექმნას.

ეს ბუნებრივია ძალიან რთულია, როგორც გადაწყვეტილების დონეზე, ასევე განხორციელების ეტაპზეც. თუმცა ამ სირთულეს აბალანსებს მომავლის რწმენა, რომ ეს გადაწყვეყილება შეუქმნის მათ უკეთეს მომავალს და ის გაწეული შრომა, რომელიც ჩაიდო თუნდაც განათლებაში თუ პროფესიული განვითარების კუთხით, სათანადოდ დაფასდება.

ჩვენს ქვეყანაში სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული სამუშაო გრაფიკი თუ პირობები არ არსებობს. რეგიონში მცხოვრებთათვის წლიდან წლამდე რთულდება დედაქალაქში სასწავლებლად წასვლა, რადგან არ არსებობს სტუდენტური საცხოვრისები, ბინების ღირებულება კი რამდენჯერმე აჭარბებს სწავლის გადასახდს. აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას ახალგაზრდები, რომ დატოვონ ქვეყანა და უცხო ქვეყნებში ეძიონ ბედი.

მეც ხშირად მიფიქრია ამაზე, არჩეული მქონდა ქვეყანაც, სადაც ჩემს მომავალს ვხედავდი. ეს იყო გერმანია, სადაც მეტად შევძლებდი საკუთარი თავის რეალიზაციას. ჩემი ტოლები, კურსელები, მეგობრები, კლასელები, ძალიამ ბევრმა დატოვა საქართველო და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არიან გადახვეწილები.

ეს რისი ბრალია?

სახელმწიფო პოლიტიკა სრულიად მოდის წინააღმდეგობაში ახალგაზრდების სურვილებთან და საჭიროებებთან.

აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ რეგიონებში საერთოდ არაა სამუშაო ადგილები და პირობები იმისათვის, რომ ახალგაზრდება სწავლასთან ერთად თავის რჩენა შეძლონ და ოჯახებს არ გაუჩინონ დამატებითი შეზღუდვები.

დიდ ქალაქებშიც, მათ შორის დედაქალაქშიც დგას ეს პრობლემა მწვავედ. რატომ უნდა უწევდეს სტუდენტს სწავლის პარალელურად იმუშაოს მაღაზიებში კაბალური პირობებით მიზერულ ხელფასზე? ამ კითხვაზე სახელმწიფოს პასუხი არ აქვს და შესაბამისად, არც იმაზე აქვთ პასუხი, რატომ ტოვებს მასიურად საქართველოს ყველაზე საჭირო თაობა.

ჩემი აზრით, დასაკარგი დრო აღარ არის და ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ახლგაზრდების პრობლემებზე და მიხვდეს, რომ მიგრაციის შეჩერებაზე ზრუნვა ქვეყნის პრიორიტეტად უნდა აქციოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.