ბლოგები

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარებისას?

ავტორი: მარინა ტერტეროვი, მასწავლებელი

ეროვნული  გამოცდებზე უცხო ენის ჩაბარება ყველა მოსწავლეს უწევს. აბიტურიენტების უმეტესი ნაწილი კი, ინგლისურ ენას ირჩევს ხოლმე.  მე წლების განმავლობაში საგამოცდო ცენტრის ტესტების გამსწორებლად ვმუშაობ, ამიტომ მინდა აბიტურიენტებს რჩევები მივცე.

ტესტი შედგება სამი ნაწილისაგან: მოსმენა, კითხვა- გააზრება, აგრეთვე ერთი გრამატიკული სავარჯიშო და წერა. სამივე ნაწილი დაკვირვებით უნდა გააკეთოს აბიტურიენტმა.

მოსმენა მოითხოვს  ყურადღებას, ენის ცოდნას. იმისათვის, რომ ყური მიეჩვიოს უცხო ენაზე მოსმენას და მოსაუბრის გაგებას, მოსწავლეებმა ძალიან ბევრ სხვადასხვა ტიპის მოსასმენებს უნდა უსმინონ. ამისათვის კარგი საშუალებაა ინტერნეტ საიტები, როგორიცაა:

აგრეთვე უსმინონ ნებისმიერ გადაცემას  ან ჩანაწერს ინგლისურად. ხშირად ხდება, რომ მოსწავლე უკმაყოფილოა, რადგან ვერ იგებს საუბარს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყური მიეჩვევა და ადვილად გაიგებს.

კარგია, თუ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, კონტაქტი ქონდეთ ინგლისურად მოლაპარაკე უცხოელთან. სხადასხვა ჩანაწერები მოსწავლეს ეხმარება, რომ ყველა ტიპის ადამიანის საუბარი გაიგოს, ვინაიდან ინტონაციები, მახვილების სწორად გამოყენება ეხმარება უკეთ გაგებაში.

კარგია, თუ ენის სწავლის დაწყების დროს დიდი ყურადღება დაეთმობა სწორი წარმოთქმებით სწავლას, ვინაიდან არასწორად ნასწავლი სიტყვა, არასწორად იქნება გაგებული, ამიტომ მოსწავლეებს უნდა ქონდეთ საშუალება ხშირად მოისმინონ.

მოსმენის დროს დააცადეთ მთქმელს ბოლომდე დაასრულოს აზრი, ვინაიდან სწორი პასუხი შეიძლება ბოლოს იყოს მოცემული. მოსმენამდე, როდესაც დროს გაძლევენ, რომ ტექსტი გადაათვალიეროთ, აუცილებლად გადახედეთ ტექსტს.

მეორე ნაწილი – კითხვის სავარჯიშოები

მოითხოვს საკმაო ლექსიკის  ცოდნას, ვინაიდან ტექსტი  არის B1+ , ამიტომ ლექსიკაც შესაბამისია.

  • აბიტურიენტებმა უნდა იკითხონ ლიტერატურა, სამეცნიერო მოკლე ტექსტები, გაზეთები, ჟურნალები. 
  • კარგია, თუ კითხვის დროს ამოწერენ უცნობ სიტყვებს და ლექსიკას გაიმდიდრებენ.
  • სავარჯიშო, რომელიც მოითხოვს სიტყვების ჩასმას, უნდა იქნას კარგად გააზრებული.
  • საჭიროა იცოდნენ ფრაზეოლოგიურები ამ და გრამატიკული სავარჯიშოს შესრულების დროს,  მათი ცოდნა აუცილებელია.
  • სასურველია, რომ მოსწავლეებმა  გაიმდიდრონ საერთო ცოდნა, იკითხონ ბევრი ქართულადაც, ვინაიდან განათლებული ადამიანი უფრო სწრაფად და ლოგიკურად მსჯელობს.
  • კითხვა უნდა მოხდეს მთლიანი ტექსტის, ვინაიდან ერთიანი წარმოდგენა შეიქმნას, თუ რაზეა ტექსტი.

მესამე ნაწილი – წერა

ესეეს წერისას უნდა გათვალისწინებული იყოს სათაური,  მდიდარი ლექსიკა და რთული გრამატიკული ფორმები. აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს ნაწერის ორგანიზებას.

აქაც, როგორც უკვე ავღნიშნე, საჭიროა საერთო განათლების დონე იყოს განვითარებული, ვინაიდან სწრაფად აზრის მოსვლა არ არის ადვილი და განათლება ეხმარება მოსწვლეს აზრის მოსვლასა და სწორად გადმოცემაში.

კარგად უნდა იქნას გადმოცემული თითოეული პარაგრაფის მთავარი იდეა და აგრეთვე განმავითარებელი იდეები და კარგი მაგალითები, ამისათვის საკმაოდ წვრთნაა საჭირო. სწორი მაკავშირებლებიც არ უნდა გამოვტოვოთ აზრის ლოგიკურად გადმოცემის დროს.

ხშირად მოსწავლეებს უჭირთ გამოცდაზე უცბად რაიმე წინადადების მოფიქრება, ამიტომ ერთ მეთოდს შემოგთავაზებთ: როდესაც წაიკითხავთ სათაურს, მაშინვე აიღეთ ფურცელი და რაც კი იდეა, წინადადება ან სიტყვა გაგახსენდებათ ამ თემის ირგვლივ, სწრაფად ჩამოწერეთ. შემდეგ კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენს აზრებს და ამ სიიდან ამოირჩიეთ ის სიტყვა ან აზრი, რისგანაც შექმნით მთავარ აზრს პარაგრაფებისთვის.

კიდევ ერთი, მთავარი საკითხი არის ის, რომ ხშირად მოსწავლეს გამოყენებული აქვს კარგი სიტყვები, მაგრამ კონტექსტში არ ჯდება, რაც ხშირად ეს იწვევს მოსწავლის უკმაყოფილებას. ამიტომ სწავლების დროს ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რა კონტექსტში იქნას ესა თუ ის სიტყვა გამოყენებული. არ არის საჭირო მარტო სიტყვების ცოდნა ვაჩვენოთ. ხშირია პირდაპირი თარგმანი ქართულიდან, ინგლისური წინადადების სტრუქტურა განსხვავდება ქართულისგან, ამიტომ მიეჩვიეთ პირდაპირ ინგლისურად აზროვნებას და არა ქართულიდან თარგმნას. თარგმნა კიდევ სხვა უნარებს მოითხოვს.

სხვადასხვა სახის წერითი დავალების ხშირად შესრულება საკმაოდ ავითარებს წერის უნარებს. ამიტომ სასურველია გაკვეთილების დროს ცოტა დრო წერასაც დავუთმოთ, რათა მოსწავლეები მიეჩვივნონ აზრის სწორად გადმოცემას. 

თითოეული არასწორი პასუხი არის ქულის დაკარგვა, ამიტომ მოემზადეთ კარგად და წარმატებებს გისურვებთ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.