სტატიები

ხაშურის და ქარელის მერიებმა საახალწლო დეკორაციებისთვის 185 000 ლარი დახარჯეს

ხაშურის და ქარელის მერიებმა საახალწლო დეკორაციებისთვის 185 000 ლარი დახარჯეს.

ორივე მუნიციპალიტეტმა წინასაახალწლოდ, შპს “დანდის” 185 000 ლარი გადაურიცხეს. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, საახალწლო დეკორაციების შესაძენად, ხაშურის და ქარელის მერიების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მას კონკურენტი არ ჰყოლია. 

შპს “დანდის” 100%-იანი წილის მფლობელი დავით დუგლაძეა. სწორედ ის აწერს ხელს მერიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, საიდანაც ვიგებთ, რომ წინასაახალწლოდ, მისი კომპანია ხაშურის ბიუჯეტიდან 160 000 ლარს, ხოლო  ქარელის ბიუჯეტიდან 25 000 ლარს მიიღებს. 

შპს “დანდიმ” წინასაახწლწლოდ 58 000 ლარი გორის ბიუჯეტიდანაც მიიღო 

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, შპს “დანდისთან” წინასაახალწლოდ ხელშეკრულებები გორის მერიის ა(ა)იპ-ებმაც გააფორმეს – დეკემბერში, პირდაპირი შესყიდვის გზით, გორის მუნიციპალურმა ა(ა)იპ-ებმა მომსახურება 4-ჯერ შეიძინეს. 

  • კეთილმოწყობის სააგენტომ დუგლაძის კომპანიასთან 3 510 ლარი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა;
  • ტანის და თეძმის დაცული ლანდშაფტების სააგენტომ “დანდისგან” 4 030 ლარის მომსახურება შეიძინა; 
  • ტრანსპორტის სააგენტომ კომპანიას ორი ხელშეკრულება გაუფორმა, ჰამში 17 060 ლარის ღირებულების მომსახურებაზე. 
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.