ახალი ამბები

მიმდინარეობს მუშაობა – ხაშურის მერია სტადიონებზე ელექტრო სადენების მოწესრიგებაზე

“მიმდინარეობს მუშაობა ვითარების გამოსასწორებლად”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში სტადიონებზე ელექტრო სადენების მოწესრიგების საჭიროებაზე საუბრისას. 

“ყველგან, სადაც არის მოწესრიგება საჭირო, ჩახსნილია ელექტრომომარაგება უსაფრთხოების მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა ვითარების გამოსასწორებლად”, – აღნიშნა ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები მინი სტადიონებზე ელექტრო კაბელების მოწესრიგებას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, ამ დროისთვის სტადიონებზე უსაფრთხო გარემო არაა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი