ახალი ამბები

ქარელში, ცოლზე ძალადობის და მუქარის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს

ქარელში ოჯახური ძალადობის და მუქარის ბრალდებით, 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ცოლზე ძალადობის დროს, მამაკაცს ხელში დანა ეჭირა. 

“დანა ეჭირა, უყვიროდა და ემუქრებოდა”, – უთხრეს “მოზაიკას”

ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტი შსს-მაც დაადასტურა. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ორივე მუხლით მიმდინარეობს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი