ახალი ამბები

კასპის მერია სამი სოფლისთვის საბავშვო ატრაქციონებს ყიდულობს 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი სამი სოფლისთვის საბავშვო ატრაქციონების შესაძენად. 

მერია ატრაქციონების განთავსებას აღაიანში, ახალქალაქსა და თოგოიანში გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  64 987 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ატრაქციონების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.