ახალი ამბები

ხაშურში, სტადიონებზე ელექტრო გაყვანილობის მოწესრიგებას ითხოვენ

ხაშურში მინი სტადიონებზე ელექტრო გაყვანილობის მოწესრიგებას ითხოვენ. ერთ-ერთ სტადიონზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტო სამოქალაქო აქტივისტმა, ზაზა მეხრიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მერია რეაგირებისკენ მოუწოდა. 

ფოტოზე ჩანს, 9 აპრილის ქუჩაზე მოწყობილი სტადიონი და მის ჯებირამდე მიყვანილი ელექტრო კაბელები. 

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ სხვა ქუჩებზეც იგივე ვითარებაა.

“ცუდი სიტუაციაა, გორმედთან რომ სტადიონია იქაც”, – ამბობს მაია ხარაზიშვილი

“სოკარის” გვერდზეც მისახედია, რკინის კონსტრუქციაზეა მიმაგრებული სადენები, ელოდებით უბედურება როდის დატრიალდება? ღმერთმა დაიფაროს ყველა. იქ იმდენი ბავშვი დარბის და პირდაპირ სადენებს კიდებენ ხელს”, – ამბობს ფიქრია მულაძე. 

“მსგავსი მდგომარეობაა ჩიტაძის ქუჩაზეც”, – აღნიშნავს თამუნა ჩიტაძე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი