ახალი ამბები

ოკუპანტებმა ახალუბანთან ორი ადამიანი უკანონოდ დააკავეს 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალუბნის მიმდებარედ ორი ადამიანი უკანონოდ დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა ოკუპანტებმა მწყემსები იმ დროს წაიყვანეს, როცა პირუტყვს მწყემსავდნენ. 

სავარაუდოდ, დაკავებულები ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მომხადრზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. 

დატოვეთ კომენტარი