სტატიები

“მთელი ზაფხული უშუქოდ ვართ” – მოსახლეობა ელექტროენერგიის ხშირად გათიშვის გამო ჩივის 

“დენის მიწოდება შეწყდება გეგმიური სამუშაოების გამო”,  – ამ შინაარსის მოკლეტექსტურ შეტყობიენებებს მოქალაქეები თითქმის ყოველდღიურად იღებენ ენერგომიმწოდებელი კომპანიისგან. შიდა ქართლში მაცხოვრებლები უკვე რამდენიმე კვირაა ელექტრო ენერგიის პრობლემაზე ჩივიან. 

“ყოველ კვირა რა გაქვთ ამდენი საკეთებელი, ან რა ავარია ამდენი რომ მთელი დღით თიშავთ დენს?”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში. 

ენერგო პრო ჯორჯიას ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, გეგმიური გათიშვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველ  დღე ხდება. დღეში რამდენიმე საათით ყველა მუნიციპალიტეტს ელექტრო ენერგია მორიგეობით ეთიშება. გათიშვის მიზეზი სხვადასხვაა, მაგ: სადენების გამოცვალა, ტრანსფორმატორის შეცვლა და ასე შემდეგ. 

“ხალხი მიაჩვიეს, იმას რომ გრაფიკით უნდა ჰქონდეთ დენი, წყალი და ჰაერიც. ფეხებით უნდა დაჰკიდოთ ჩვენი მთავრობა”, – წერს ნანა ნატროშვილი. 

“მართლა რა გახდა ყოველ კვირა თიშავენ დენს. დავიღალე, მთელი ზაფხული უშუქოთ ვართ, შევარდნაძის დრო დაბრუნდა თუ რა ხდება”, – წერს ქეთინო ჭუმბურიძე. 

“ენერგოს გოგომ გვიპასუხა, რომ მაღალი ძაბვის ბოძებს პრობლემები ექმნება მაღალ ტემპერეტურაზეო, კითხვაზე მე რა შუაშივარ, პასუხი არ ააქვთ. ბოძებს სცხელათთურმე, მოქალაქეები ვის ედარდება მაღალ ტემპერატურაზე?!”, – ამბობს ხათუნა ბაიაძე. 

სხვა ქალაქების მსგავსად ელექტრო ენერგია ხშირად ითიშება კასპშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო მაღაზიებს, რომლებასაც გენერატორის საშუალება არ აქვთ, პროდუქცია უფუჭდებათ. 

“ნახევარფაბრიკატების მაღაზიაში ვმუშაობ, მთელი დღით გაითიშა დენი და გაგვიფუჭდა პროდუქცია, ვინ აგვინაზღაურებს ზარალს?”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე. 

“არანაირი მაღალი ძაბვა და მსგავსი რაღაცები. მთელი ქვეყანა ბიძინას ბიტკოინებს ემსახურება. ვინც იცის, ძალიან დიდი რაოდებობის ელ. ენერგია მიაქვს ბიტკოინს და იქმნება ამავე ენერგიის უკმარისობა. რა საკვირველია ეს მოქმედებს დენის ჩართვა-გამორთვაზე. დღეს, თუ კასპში გათიშეს, ხვალ გორში გათიშავენ, ზეგ ხაშურში და მაზეგ ბორჯომში. აი, ასე მდიდრდება ერის მამად წოდებული ბიძინა ივანიშვილი”, – ამბობს ირაკლი მილაძე, კასპელი სამოქალაქო აქტივისტი. 

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოქალაქეები ასევე მოძველებულ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ, რის გამოც ხშირად ეთიშებათ დენი. ასეთია მაგალითად, ქარელის მუნიციპალიტეტი, სადაც ცალკეულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ქვესადგურებში დასაქმებულ ადამინიანებს მუშაობა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ. 

ამავე თემაზე: “ყოველდღე ითიშება” – ელექტროენერგიის პრობლემა ქარელის მუნიციპალიტეტში

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.