სტატიები

“ყოველდღე ითიშება” – ელექტროენერგიის პრობლემა ქარელის მუნიციპალიტეტში 

მოძველებული ამომრთველები, სიცოცხლისთვის საშიში გარემო და გაუმართავი სისტემა, – ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლოება ასახელებს. მათი თქმით, თითქმის ყოველდღე დენი ითიშება სხვადსახვა მიზეზის გამო. 

პრობლემის შესახებ მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს და ენერგომომარაგების კომპანიას პრობლემების აღმოფხვრა სთხოვეს. 

“კეხიჯვრელებო არ გაწუხებთ ყოველდღე უშუქოდ ყოფნა, რომ გაჩუმებულხართ? არასდროს ზიანდება და არ ფეთქდება არაფერი ქარელში, მუდმივად კეხიჯვარშია დაზიანება და მუდმივად კეხიჯვარში მიდის თვეში 30 დღე ვითომ და ,,აღდგენითი ” სამუშაოები, თან ისე კარგად აკეთებენ, რომ მეორე დღეს ისევ დაზიანებულია, მოითმინეთ და იყავით ეგრე ჩუმად, იმიტომაც გვაზიან თავზე”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში. 

“ქარელში რას ამბობთ წელიწადში ერთხელ ქრება, ისიც ღამით, არ შევაწუხოთ ხალხი უშუქოდო. თვეში რამდენჯერ ქრება ის იკითხეთ ქარელში და ვინაა პატრონი? არავინ. არც წვიმაა,  არც ქარიშხალი, მაგრამ მაინც ქრება. არა, უფრო აქრობენ, ეს თავაანთ კეთილდღეობისთვის ჯიბის ფული კარგია”, – ამბობენ ადგილობრივები. 

მოქალაქეების თქმით, ქვესადგურებში მოძვლებული ინფრასტრუქტურაა და ხშირ შემთხვევაში იქ მომუშავე ადამიანს სიცოცხლის რისკის ფასად უწევს მუშაობა. 

“მე ქვესადგურში ვმუშაობ და სხვათაშორის არც მაღალ ხელფასზე, ყოველი ჩართვა- გამორთვა სიცოცხლის ფასად ჯდება მოძველებული ამომრთველების გამო, ვის სიამოვნებს ან ვის ინტერესშია, რომ ფიდერი გამორთოს და მოსახლეობას დენი არ მიაწოდოს, მითუმეტეს რაც მეტს მიაწვდიან ამათი სარგებელია, ყინწვისი ყველაზე დიდი ფიდერია გვერძინეთს სცდება და განშტოებებიც სოფლები მეტია მიერთებული შესაბამისად ავარიებიც მეტია, სხვათაშორის ყველა ფიდერზე ხდება და ერთდროულად შეიძლება 3-4 ფიდერი ამოირთოს, ამიტომ მათი განმეორებით ჩართვა და შემოწმება დროს მოითხოვს, ვისაც არ გჯერავთ, ამოდით ცუდ ამინდში, დამიდექით გვერდით და თქვენი თვალით ნახავთ რა ჯოჯოხეთია, მითუმეტეს შუა ღამეს რომ გამოგერთვება”, – წერს ალიკა ზეინკლიშვილი. 

“ყოველი მორიგეობა სიცოცხლის რისკია, ჩემთვის უკეთესი იქნება მხოლოდ რემონტის დროს თუ გამოურთავ და თვითონ არ ამოირთვება, მაგრამ როგორ? პერსპექტივა არ ჩანს,  ყველაფერი ძველია და მოშლილი, ამის წინ არ გამოირთო თავისით და ცეცხლის რკალში მოვყევი, ღამის 5:00 საათზე მშველელიც არვინ მყავდა, ამის რეაბილიტაციას მილიონობით ფული უნდა და ვინ გააკეთებს ამას თუ ძმა ხარ? თუ ისევ სახელმწიფომ არ აიღო თავის თავზე და არ შემოიტანა ახალი ფიდერები.”

მოსახლეობა ამბობს, რომ ენერგომომმარაგებლ კოპმპანიასთან ერთად, ხელისუფლებაც ვალდებულია აღნიშნული საკითხების მოგვარებაზე იზრუნოს. 

“ცოტა ქარი ამოვარდება, შუქი ქრება. ცოტა წამოწვიმს, სამი დღე შუქი არ არის. ყველა გაჩუმებულია, ხმას არავინ იღებს. უპატრონო ქვეყანაში, რომ ვართ ახლა ხვდებით? “, – ამბობს ნინო ახანაშვილი.

“ენერგო პრო ჯორჯიას მივმართავ: გთხოვთ,  რეაბილიტაცია ჩაუტარეთ ქარელის მომსახურების ცენტრში ძალოვან გამანაწილებელ პუნქტებს, ანუ ქვესადგურებს. მართლაც რომ მწყობრიდან გამოსულია ყველა ამომრთველი და რეაქტორი. აუცილებელია “სემეკამდე” მივიდეს ეს პრობლემა?  თქვენიც მესმის მაგრამ აბონენტები ცოდონი არიან”, – წერს გურამ ციციშვილი. 

“ენერგო პრო ჯორჯიას” ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში დენის მიწოდება დღესაც შეწყდება. მიზეზად გეგმიურ-ტექნიკური სამუშაოებია დასახელებული. კერძოდ, დაზიანებული სადენისა და სახაზო არმატურის შეცვლა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.