ბლოგები

“ჩემი თვალით ვნახე, როგორ გადმოყავდათ დაჭრილები” – სოსო ქუმელაშვილის ამბავი ომზე 

ავტორი: სოსო ქუმელაშვილი 

2008 წლის 8 აგვისტოს დილით ვემზადებოდი ეტლით გარეთ გასასვლელად, სწორედ ამ დროს გადაიფრინა “ორკების” თვითმფრინავმა გორის ბაზრის თავზე და პირველი ბომბი ჩამოაგდო, რომელიც საბედნიეროდ მდინარეში აფეთქდა, დაახლოებით მტკვრის და ლიახვის შეერთების ადგილას. ქალაქში პანიკა ატყდა.

მამაჩემი მაშინ ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ჩამისვა მანქანაში, რადგან თუ დაბომბვა მასიურ ხასიათს მიიღებდა, შენობაში დარჩენას მანქანით მოძრაობა ჯობდა, მანევრის დროს მეტი შანსია გადარჩენის.

დავიწყეთ გორთან ახლოს მდებარე სოფლებიდან ქალების და ბავშვების გამოყვანა, რომლებსაც ავტოსადგურზე ვტოვებდით, რომ თბილისის მიმართულებით ტრანსპორტს გაყოლოდნენ. სადამდეც საწვავი და თანხა გვეყო უფასოდ გამოგვყავდა ხალხი, შემდეგ მხოლოდ საწვავის თანხა გამოვართვით, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი გაგვეყვანა.

ერთი მგზავრი ჰოსპიტალში მივიყვანეთ. ახლაც არ გამომდის გაბმული სირენების კივილით მომავალი სამედიცინო მანქანების ხმა, რომლებსაც დაჭრილები მოყავდა. ჩემი თვალით ვნახე როგორ გადმოყავდათ დაჭრილები, შემდეგ დასისხლიანებულ საკაცეებს როგორ წმენდნენ, დებდნენ მანქანებში და ისევ ფრონტის ხაზისკენ გარბოდნენ. გვიან საღამოს მთელი ოჯახი თბილისში წავედით ნათესავებთან, რომლებთან ერთადაც გადავიტანეთ მთელი ომის პერიოდი. მარადიული ხსოვნა ომში დაღუპულ ჯარისკაცებს და მშვიდობიან მოქალაქეებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.