ახალი ამბები

ხაშურში მოსახლეობის დაუდევრობით 96 ნაგვის ურნა დაიწვა –  ზურა ნოზაძე

ხაშურის დასუფთავების ა(ა) იპ ის “ხაშურსერვისის” ხელმძღვანელის, ზურა ნოზაძის თქმით,  მოსახლეობის მხრიდან ხშირია ნაგვის ურნების დაზიანების ფაქტები.

“ამ ეტაპზე, 143 ურნა არის დაზიანებული, აქედან 96 არის დამწვარი,1 ურნის შესყიდვა კი, 1600 ლარი გვიჯდება. ახალი ტენდერი გამოვაცხადეთ. ტენდერი დასრულებულია. 2 თვეში ხაშურში 100 ახალი ურნა განთავსდება”, – განმარტა ნოზაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის, ნინო ლიპარტელიანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო, როგორიცაა მაგალითად ჯარიმა, რომელსაც ინფრასტრუქტურის დაზიანებისთვის, მოქალაქე გადაიხდის. 

ხაშურში ნაგვის ურნებს  ბორბლებს პარავენ – “ხაშურსერვისის” ხელმძღვანელი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი