ახალი ამბები

ბრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა 

ბრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, დათო ძმორაშვილი საფრანგეთში იმყოფება. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, იგი საფრანგეთში ოჯახში არსებული ვითარების გამო გაემგზავრა.

“ცოლი ჰყავს ავად, სამკურნალოდ წავიდა და იმას გაჰყვა”, – უთხრეს “მოზაიკას” ადგილობრივებმა. 

ამ დროისთვის, ბრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობის მოვალეობას როზა ედილაშვილი ასრულებს. იგი აღნიშნულ სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი