ახალი ამბები

ხაშურელი მსახიობი ანზორ გაჩეჩილაძე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა 

ხაშურელი მსახიობი და ხაშურის კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომელი ანზორ გაჩეჩილაძე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

“ხაშურის მუნიციპალიტეტის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსახიობის, მეგობრის, ქალაქის კოლორიტის, ანზორ გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხაშურის კულტურისა და სპორტის სამსახური ავრცელებს. 

ანზორ გაჩეჩილაძე 50 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ხაშურში, მუშაობდა მსახიობად,  მონაწილებას იღებდა საბავშვო სპექტაკლებში და სხვადასხვა დადგმებში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი