ახალი ამბები

ხაშურში ნაგვის ურნებს  ბორბლებს პარავენ – “ხაშურსერვისის” ხელმძღვანელი

ხაშურში ნაგვის ურნებს 5000 ლარის ბორბლები მოპარეს, – ამის შესახებ ა(ა)იპ “ხაშურსერვისის” დირექტორმა  საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. 

ზურა ნოზაძის თქმით, გასულ წელს შეძენილი ურნებისთვის ახალი ბორბლების ყიდვა მოუწიათ. 

“გასულ წელს შევიძინეთ 100 ერთეული ურნა, 1თვეში კი, ამ ნაგვის ურნებს, არცერთს ბორბლები აღარ ჰქონდა. მოიპარეს. ხელახლა მოგვიწია 5000 ლარის ბორბლების შეძენა”, – -თქვა ზურა ნოზაძემ.

ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტიტის მერიამ გასულ წელს 100 ნაგვის კონტეინერი შეიძინა, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 159 900 ლარი გადაიხადა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი