ახალი ამბები

მომავალ წელს ხაშურის სასპორტო სკოლის მოსწავლეთა კვების ხარჯი 15 ლარამდე გაიზრდება 

ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეების კვების ხარჯი 12 ლარიდან 15 ლარამდე გაიზრდება, – ინფორმაცია ამის შესახებ მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა, კოტე ფრუიძემ საკრებულოს სხდომაზე გაავრცელა.

“უკვე გადაწყვეტილია მომავალი წლის ბიუჯეტში სასპორტო დაწესებულების მოსწავლეების კვების ხარჯი 12 ლარიდნ 15 ლარამდე გაიზრდება, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ცვლილება ძალაში სექტემბრიდან შევიდეს, ამ ეტაპზე ამაზე მიდის მუშაობა”, – განმარტა კოტე ფრუიძემ.

ხაშურის საკრებულოს თავჯდომარემ, ნინო ლიპარტელიანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამსახურის უფროს და საკრებულოს დეპუტატებს მსჯელობა შესთავაზა, შეხვედრა სექტემბერში ჩაინიშნა. ხაშურის სასპორტო სკოლაში, სპორტის სხვადახვა სახეობაზე 1400 მოსწავლე დადის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი