ახალი ამბები

შოვის ტრაგედიის გამო, საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება 

7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონში განაცხადა. 

შოვის სტიქიის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვება დროშები. 

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამ დროის მონაცმებით სტიქიას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30-ზე მეტ ადამიანს კი მაშველები ისევ ეძებენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.