ახალი ამბები

გორთან დამეგობრებული ვასილკოვიდან მოზარდები ლატვიაში გაემგზავრებიან – ზაზა მეზვრიშვილი 

გორელი სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა მეზვრიშვილის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ვასილკოვიდან მოზარდთა ჯგუფი დასასვენებლად ლატვიაში გაემგზავრება, – ინფორმაცია ამის შესახებ მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

“ჩვენი მისია შესრულებულია. 7 აგვისტოს გორთან დამეგობრებულ, უკრაინის ქალაქ ვასილკოვიდან, 28 კაციანი მოზარდების ჯგუფი,10 დღით დასასვენებლად გაემგზავრება, გორთან დამეგობრებულ ლატვიის ქალაქ სალაცგრივაში,(ლიმბაჟი)”, – წერს მეზვრიშვილი.

მეზვრიშვულის ინფორმაციით, 20 წევრიანი მოზარდთა ჯგუფი ვასილკოვიდან, დასასვენებლად 10 დღით, გამოემგზავრება საქართველოშიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.