ახალი ამბები

ოპოზიციის წარმომადგენლებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს 

ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს, შინდისის გმირების მემორიალთან იმყოფებოდნენ. პარტიის “ლელო”  და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრებმა 15 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს. 

“ეს ტრაგედია დღესაც გრძელდება, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, დღესაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღესაც, ჩვენი თანამოქლაქეები ვერ ახერხებენ დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრისებს. ეს უნდა დასრულდეს და რა თქმა უნდა, ჩვენი ერთობლივი, მშვიდობიანი ძალისხმებით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა. 

ინფორმაციისთვის, 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიოტორიაზე შემოიჭრა და დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.