ახალი ამბები

“ომის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის მოსახლეობა” – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ლევან იოსელიანი გუგუტიანთკარის მოსახლეობას შეხვდა და ომის შედეგად დაზიანებული და საოკუპაციო ხაზთან მოხვედრილი სახლები დაათვალიერა.

ამ სოფელში ბორდერიზაციის უკანონო პროცესი აქტიურად 2019 აგვისტოში მიმდინარეობდა, რის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2 საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები მოჰყვა.

ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა იმ ვითარებას, რომ ომის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის მოსახლეობა და აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლის შემდეგაც. გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.