ახალი ამბები

“გავიდა 15 წელი და თითქმის გვავიწყდება ეს ყველაფერი, რატომ?” – მღვდელი გიორგი კარელიძე

რთული პერიოდი გავიარეთ და საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ასეთი პერიოდები არ გვაკლდა”, – ასე ეხმაურება აგვისტოს ომის 15 წლისთავს მღვდელი გიორგი კარელიძე.

მისი შეფასებით, ადამიანების ნაწილს თუკი იმ დროინდელი მოვლენები დაავიწყდა, ეს საზოგოდაებრივი ცნობიერების ბრალია. 

“დღეს ყველა საუბრობს, იმაზე რომ რამდენად ივიწყებს საზოგადოება მაშინდელ ამბავს. მე ასეთ კითხვას ვსვამ ხოლმე, რამდენ გვახსოვს იგივე დიდგორის ბრძოლა, რამდენს გვახსოვს ბასიანის ბრძოლა, შამქორის ბრძოლა და ასე შემდეგ. დღეს ვწუხვართ, იმაზე რომ გავიდა 15 წელი და თითქმის გვავიწყდება ეს ყველაფერი და რატომ? იმიტომ რომ საზოგადოების ცნობიერებაა ასეთი, რომ ძალიან მალე ვივიწყებთ. ჩვენ თუ ისტორიული აზროვნება გვექნება, ძალიან კარგად გავაანალიზებთ 15 წლის მომხდარ ამბავს. ის რომ რუსი სამხედროები იყვნენ შემოსული და ჩვენ მათთან გვქონდა ომი, არ სჭირდება ბევრი მტკიცება”, – ამბობს მღვდელი გიორგი კარელიძე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.