ახალი ამბები

“პატივს მივაგებთ დაღუპულთა სულებს იმედით, რომ ქვეყნის მთლიანობა აღდგება” – მეუფე ანდრია 

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 

მეუფე ანდრიას განცხადებით, ეს იყო ურთულესი პერიოდი, რომელსაც ღირსეულად შეხვდა გორი. 

“ვიტყვი, რომ ძალიან ღირსეულად შეხვდა ჩვენი ქალაქი ამ განსაცდელს. ამ მყოფი ადამიანები, პოლიციელები, ექიმები, მეხანძრეები და ჩვენი ჯარისკაცები და ეს მძიმე ვითარება ყველამ ერთად გადავიტანეთ. დღეს, პატივს მივაგებთ დაღუპულთა სულებს, იმ იმედით, რომ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა აღდგება და ჩვენ მივალთ ჩვენი წინაპრების საფლავებზე აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.