ახალი ამბები

“ვაჟკაცურად იბრძოლეს, ცხინვალელები იყვნენ და იქვე დარჩნენ” – ძმები რომელაშვილების მამა 

2008 წლის ომის გმირი ძმების, გია და გელა რომელაშვილების მამა 15 წლის წინ, მისი შვილების ბრძოლას იხსენებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, რუსეთთან ომს შეეწირნენ. 

ძმები რომელაშვილები სატანკო ბატალიონში მსახურობნენ, ისინი წარმოშობით ცხინვალელები იყვნენ. მათ ოჯახთან ერთად ცხინვალი 1991 წელს, ეთნოკომფლიქტის დროს, პატარა ასაკში დატოვეს. 

“15 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან, როცა რუსეთი შემოგვესია, იძულებულები ვიყავით დაგვეცვა, მითუმეტეს ჯარისკაცებს უნდა დაეცვათ ჩვენი სამშობლო, ამიტომ ბრძოლაში სხვებთან ერთად ჩემი შვილებიც ჩაერთვნენ. წავიდნენ 7 -ში აქედან. მსახურობდნენ სატანკო ბატალიონში, გია იყო ოცმეთაური და მთლიანად ბატალიონი წავიდა ცხინვალის მისადგომებთან. იქ მაგარი ბრძოლები იყო. ვაჟკაცურად იბრძოლეს. ისინი ცხინვალელები იყვნენ და ცხინვალში დარჩნენ. მათი გვამი ახლაც არ არსებობს, მხოლოდ საფლავებია. ერთი დაკარგულია, დნმ-ს ანალიზი აიღეს და მარტო მაჯა და ქუსლი იყო, დასაფლავებულია მუხათგვერდის სასაფლაოზე”, – ამბობს ძმები, გია და გელა რომელაშვილების მამა. 

ძმები გორში გაიზარდნენ, საქართველოს არმიაში ისინი 2004 წელს ჩაირიცხნენ.

დატოვეთ კომენტარი