ახალი ამბები

აგარაში მრევლი მამაოს სახლს აუშენებს

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში მამა დავითს, რომელსაც დასარჩენი ადგილი არ აქვს, მრევლი სახლ-სატრაპეზოს აუშენებს, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები ნათელა ბარჯაძე ავრცელებს.

იგი მრევლს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. აგარის მოსახლეობა ინიციატივას დადებითად შეხვდა.

“გაცნობებთ ჩემო აგარელებო, რომ მერიამ, როგორც იქნა გამოგვიყო ადგილი ტაძრის გვერდით, რათა აშენდეს დასარჩენი სახლი-სატრაპეზო მამა დავითისთვის. იცით, თქვენ როგორი მორიდებულია მამაო, მაგრამ ასე უსახლკაროდ დიდი ხანი ვერ გაძლებს. ლოცვის მეორე დღეს, წირვამდე დასარჩენი არა აქვს. გავერთიანდეთ, გამოჩნდით კაცები, რომლებსაც მშენებლობა შეგიძლიათ და უფალი გიყვართ, მანამ ზაფხულია ავაშენოთ შენობა. ვართ მთლიანად შემოწირულობაზე დამოკიდებული. გაიღეთ თანხა, სამშენებლო მასალა ღვთის სადიდებელად და ერთობით ყველაფერს შევძლებთ”, – წერს ნათელა ბარჯაძე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი