ახალი ამბები

გორელი მაღალჩინოსნების სამსახურეობრივი ავტომობილების ხარჯების შესწავლა სუს-მა პროკურატურას დაავალა

“მოზაიკას” მიმართვის საფუძველზე,  გორის მერიისა და საკრებულოს სარგებლობაში არსებულ ავტომობილების ხარჯების შესწავლა სუს-მა პროკურატურას დაავალა, – ამის შესახებ “მოზაიკას” სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ აცნობა.

საქმე შესასწავლად შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოშია გადაგზავნილი.

შეგახსენებთ, რომ “მოზაიკამ” მერიის და საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტომობილების ხარჯების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. იურისტებთან გავლილი კონსულტაციების საფუძველზე კი, ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებებით, რამდენიმე შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა: მითვისება ან გაფლანგვა (მუხლი 182) და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ამავე თემაზე: სამსახურის მანქანები გორელი მაღალჩინოსნების განკარგულებაში – მილიონიანი ხარჯი მათი კომფორტისთვის

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეისწავლოთ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში ავტომობილებით სარგებლობისა და მათზე გაწეული ხარჯების (მათ შორის საწვავის) მართლზომიერება და დაადგინოთ ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის კოდექსის ზემოთ მითითებული დანაშაულის ჩადენას კონკრეტული პირების (მათ შორის თანამდენბობის პირების) მხრიდან. მზად ვართ გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაციის მოწოდებისათვის”, – ნათქვამია იყო განცხადებაში, რომელიც “მოზაიკამ”  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში წარადგინა. 

შეგახსენებთ, რომ “მოზაიკამ” განცხადება გორელი მაღალჩინოსნების მიერ სამსახურეობრივი მანქანების პირადი მიზნების გამოყენების შესახებ 3 კვირ წინ პროკურატურაშიც წარადგინა.

ამავე თემაზე: როგორ მოიხმარენ სამსახურის მანქანებს გორელი მაღალჩინოსნები? – ფაქტები პროკურატურას გადაეგზავნა 

დატოვეთ კომენტარი