ბლოგები

ოპერატორობა, როგორც მნიშვნელოვანი და სახიფათო პროფესია

ავტორი: დიმიტრი თინიკაშვილი 

ყოველთვის მომწონდა ისეთი ვიდეოების გადაღება, რომლებიც მნახველს ჩვენი ქვეყნის ისტორიას აცნობდა. ადრეც მაინტერესებდა და ახლაც ყოველთვის მსიამოვნებს, საინტერესო ისტორიული ფაქტების და ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი დამუშავება და მაყურებლამდე ამ ამბების მოყოლის მიზნით, ვიდეოების გაკეთება, მაგრამ ამჯერად ამ საქმისთვის იშვიათად ვიცლი. 

ახლა ტელევიზიის ოპერატორად ვმუშაობ და ჩემი პირდაპირი მოვალეობა ამჟამად მოვლენების ეპიცენტრში ყოფნაა. ამ ბლოგში კი, სწორედ ამ საქმის თავისებურებებზე ვაპირებ საუბარს. 

ზოგადად, ოპერატორობა ყველაზე ახლოს ფოტოგრაფიასთან დგას. ორივე პროფესიას მდიდარი შემოქმედებითი ფანტაზიის უნარი, გემოვნება და სწორი ხედვა სჭირდება. მათ შორის მსგავსებაა ისიც, რომ ორივე საქმეში გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. 

ფოტოგრაფი ცდილობს, რომ საუკეთესო წამი დაიჭიროს და ის ფოტოაპარატით დააფიქსიროს, ასევე, საშუალებას გაძლევს, რომ რამდენიმე კადრი გადაიღო და ამ კადრებიდან საუკეთესო აარჩიო.

ოპერატორი კი ცდილობს, დროის მიმდინარეობა ისე აღბეჭდოს რომ მოვლენების თანმიმდევრობა არ დაირღვეს. თან ეს მოვლენა ისე უნდა აღბეჭდოს, რომ ვიდეო მასალა ღირებული იყოს. ვიდეო ოპერატორი ცდილობს კადრების თანმიმდევრობით შექმნას კარგი სიუჟეტი, კადრი გადმოსცემდეს ამბავს და კომენტარის არქონის შემთხვევაშიც სიუჟეტი გასაგები იყოს.

ამ ყველაფერს კი ყველაზე უკეთ ადამიანი პრაქტიკაში სწავლობ. 

დღევანდელ ჟურნალისტიკაში ოპერატორებს მაყურებელი თითქმის ვერასოდეს ხედავს, თუმცა ისინი დიდ შრომას სწევენ იმ მედია პროდუქტის შესაქმნელად, რომელსაც ეკრანზე უყურებთ. 

ოპერატორობა საფრთხის შემცველი პროფესიაც არის, რადგან:

  • მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში გიწევს მუშაობა, იქნება ეს ძალადობის შემთხვევა, საპროტესტო აქცია, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა.
  • გიწევს არ შეწყვიტო გადაღება მაშინაც კი, თუ ვიღაც ამას მოითხოვენ შენგან და ყველა დაძაბულ სიტუაციაში ცდილობ ორმაგად მობილიზებული იყო, რათა გადაღება ისე შეძლო, რომ ტექნიკა არ დაგიზიანონ.

მიხარია, როცა მესმის, რომ ახალგაზრდებს ამ პროფესიის მიმართ ინტერესი აქვთ. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველა მათგანს ვურჩევ, რომ ეს პროფესია გააზრებულად აირჩიონ. ახსოვდეთ, რომ ეს არის საინტერესო, სააზროვნო, საპასუხისმგებლო და სარისკო საქმე. 

რაც შეეხება წარმატებას, ამ საქმეში ეს აუცილებლად მოვა, ბევრი შრომის და გამოცდილების დაგროვების შემდეგ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.