ბლოგები

კასპშია სივრცე, სადაც შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სტარტაპი  – რას გთავაზობთ ტექნოპარკი? 

ავტორი: ხატია ბაინდურაშვილი

საქართველოში ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის შეიქმნა ტექნოპარკი და ინოვაციური ცენტრები.

კასპის ტექნოპარკი ერთადერთი ინოვაციური ჰაბია მთლიანად შიდა ქართლის რეგიონში. კასპის ტექნოპარკი წარმოადგენს ფიზიკურ სივრცეს, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და მიზნად ისახავს ემსახუროს, როგორც კასპის მუნიციპალიტეტში, ასევე მთლიანად შიდა ქართლის რეგიონში ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკის განვითარებას.

ტექნოპარკი, თავისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ხელს უწყობს მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესის ჩასახვასა და ზრდას, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე. აერთიანებს რა ინტელექტუალურ რესურსსა და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას.

ტექნოპარკი წარმოადგენს ინოვაციაზე ორიენტირებული სტარტაპ (ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი, რომლის დაფუძნებიდან არ არის გასული 7 წელი, წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება ოთხ მილიონ ლარს და ახასიათებს მასშტაბირებადობა) ეკოსისტემის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს, ხოლო მისი დინამიური, განახლებადი და განვითარებადი ხასიათი აქცევს მას განვითარებისა და ცვლილებების ეპიცენტრად.

კასპის ტექნოპარკი, 2020 წლიდან, მუნიციპალიტეტის და რეგიონის ახალგაზრდებს და ზოგადად სეგმენტს, სრული დაფინანსებით, ყველაზე მოთხოვნად როგორც ICT მიმართულებით ტრენინგ კურსებს სთავაზობს, ასევე STEAM მიმართულებით, ესენია: კოდირება, გრაფიკული დიზაინი, ვებ დეველოპმენტი, FRONT-END,  3D მოდელირება, UX/UI დიზაინი, რობოტიკა, არდუინო,  AI, ToI და ა.შ.

გარდა ტრენინგ კურსებისა, კასპის ტექნოპარკი  ატარებს რიგ ღონისძიებებს და აქტივობეს ჩვენს მუნიციპალიტეტში და რეგიონში  სამეწარმეო და სტარტაპ კულტურის განვითარებისთვის სრული დაფინანსბით. ტექნოპარკში ჩატარდა უამრავი იდეათნი, ჰაკათონი, ტექნოლოგიური კვირეული, სამეწარმეო ტრენინგები, პრე-აქსელერაცია და ა.შ.

ჩვენი მიზანია, საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

სწორედ ამიტომ კასპის ტექნოპარკში არის განთავსებული FAB LAB ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოოგიური დანადგარებით (ლაზერი, 3დ პრინტერი, 3დ სკანერი, CNC Router, ვაკუუმ დანადგარი).

რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, შეიძინოს ცოდნა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კონკრეტულ დანადგართან დაკავშირებით და შექმნას საკუთარი სტარტაპი.

ასევე ტექნოპარკის მიზანია, დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.

ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა კი ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას.

სექტემბერში, შიდა ქართლის რეგიონში გამოვაცხადებთ 25 000 ლარიან საგრანტო პროგრამას, რომელიც დაეხმარება, რეგიონში სტარტაპებს და მეწარმეებს უფრო მეტად განავითარონ თავისი საქმიანობა და მეტად ინოვაციური გახადონ.

დატოვეთ კომენტარი