ადამიანები ისტორიები

“დაფრინავს ყველგან” – ქარელელმა ძმებმა საკუთარი სახსრებით თვითფრინავი ააწყეს

ქარელელმა ძმებმა რამაზ და ალექსი ჩილიდრიშვილებმა საკუთარი სახსრებით თვითფრინავი ააწყეს.

ძმები ქარელში ცხოვრობენ და 3 წლის წინ გაჩენილი იდეაც სისრულეში საკუთარ ეზოში მოიყვანეს. 

“თვითმფრინავის აგების იდეა 3 წლის წინ გაგვიჩნდა, რადგან ისეთ მექანიზმებზე გვიწევდა შეხება, რომ თვითმფრინავთან ახლოს იყო და ეს იყო იდეის წყარო”, – გვითხრა 38 წლის ალექსი ჩილინდრიშვილმა, რომელიც პროფესიით ინჟინერ მექანიკოსია.

როგორც ძმები ამბობენ, თვითმფრინავის პროექტი ამერიკულია.

ჩილინდრიშვილების თქმით, დეტალებზე მუშაობა ქარხნულ ნაწარმზე დაკვირვებით დაიწყეს. 

“ამერიკაში არის “kitfox”-ის თვითფრინავების მინი მწარმოებლები და დავიწყეთ დაკვირვება, თუ რა დიამეტრის და სისქის მილებს იყენებდნენ რამის ასაგებად. შემდეგ დავაზუსტეთ და დავიწყე მასალების შეძენა თბილისში”, – იხსენებს ალექსი. 

ძმებს ჩანაფიქრის განხორციელება საკუთარი სახსრებიტ მოუწიათ, რადგან როგორც ამბობენ, დამფინანსებელი იმ ეტაპზე არავინ იყო. 

“პროექტის განხორციელება ჩვენი ხარჯებით მოგვიწია, რადგან არანაირი დაფინანსება არ მიგვიღია არავისგან. “აწარმოე საქართველოს” პროგრამამაც უარი გვითხრა, არადა, მათგან დაფინანსებული ადამიანები ჩემთან მოდიან დანადგარების შესაკვეთად”. 

როგორც ძმები ამბობენ, მათი აწყობილი ტვიტფრინავი უსაფრთხოა და მისი დასმა გათიშული ძრავითაც შესაძლებელია. 

“ყველაზე უსაფთხოა თვითმფრინავებში, რადგან გათიშულ ძრავაზეც კი შესაძლებელია უსაფრთხოდ დასვა თვითფრინავი მიწაზე. არ სჭირდება სპეციალურად გამოყოფილი აეროპორტი ან ასაფრენი ბილიკი. დაფრინავს მინდორზე, მოხრეშილზე და რიყეზეც კი”.

ჩილინდრიშვილები ამბობენ, რომ თვითფრინავი მზად საცდელი გაფრენისთვის 5-6 თვეში იქნება.

შესაფუთია ფრთები და რამა სპეციალური ფირით. “kitfox”-ის წარმოებას საქართველოში თუ მოთხოვნადი იქნება, შემიძლია სამჯერ ნაკლებ ფასად შევთავაზო საქართველოს ის, ვიდრე ეს ამერიკის ბაზარზეა“, – გვითხრა ალექსიმ.

ძმები თვიტფრინავზე მუშაობის დასრულების შემდეგ, 100 კილოვატამდე ქარის ეფექტო ტურბინების დამონტაჟებას და ქსელში მიერთებას გეგმავენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი