ადამიანები ისტორიები

ქარელელი სპორტის ოსტატის, მურმან აკოფიანის ისტორია

ქარელელი სპორტის ოსტატი მურმან აკოფიანი ერთადერთი ფეხბურთელი იყო ქარელიდან, რომელიც უმაღეს ლიგაში თამაშობდა და თან სპორტის ოსტატიც იყო.

ამბობს, რომ ის გზა, რომელმაც წარმატებამდე მიიყვანა, მხოლოდ ფეხბურთის სიყვარულმა გაატარა და ფინანსური დაინტერესება არასოდეს ჰქონია. 

“ჩვენ დროს მინიმალური ანაზღაურება იყო, თუმცა ფეხბურთის სიყვარულით ვთამაშობდი. ზოგან საერთოად არაფერს გვიხდიდნენ, მაგრამ გვიყვარდა ფეხბურთი და ვთამაშობდით”, – გვითხრა მურმანმა. 

ის 1958 წელს ქარელში დაბადა. მე-2 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან თბილისის ფიზიკური კულტურის და სპორტის ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. ამ დროს უკვე ფეხბურთს თამაშობმა. ამბობს, რომ ამ სპორტში 12 წლის ასაკში ჩაება. 

“ბავშობიდანვე მიყვარდა ფეხბურთი. სკოლის პერიოდში სასკოლო შეჯიბრზე გამოვდიოდი, რომელსაც “ტყავის ბურთის პრიზი” ერქვა. 2 წელი უნივერსიტეტის გუნდში ვთამაშობდი”, – იხსენებს მურმანი. 

გვიყვება, რომ 1980-1981 წლებში გორი “დილას” ოსტატ ფეხბურთელთა გუნდში ითამაშა, 1982 წელს კი ზესტაფონის “მეტალურგიის” გუნდში გადავიდა.

“ჩემპიონები გავხდით. ამის შემდეგ,  1983 წელს მიმიწვიეს ლანჩხუთის “გურიას” ოსტატ ფეხბურთელთა გუნდში, სადაც წლების განმავლობაში ვთამაშობდი”, – გვითხრა მურმანმა. 

ლანჩხუთის “გურია” 1986 წელს გავხდით  საბჭოთა კავშირის პირველი ლიგის ჩემპიონი გუნდი გახდა და უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

“ამ დროს მომენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება. პირველი ფეხბურთელი ვიყავი ქარელდან, რომელიც თან უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და თან სპორტის ოსტატის წოდება ქონდა. შეიძლება უმაღლეს ლიგაში ითამაშო, მაგრამ სპორტის ოსტატის წოდება არ გქონდეს”.

32 წლის ასაკში, მურმანმა საფეხბურტო კარიერა დაასრულა. მაშინ 1990 წელი იყო. 

“1993 წლიდან ქარელში საფეხბურთო გუნდის “იბერიის” მთავარ მწვრთნელად განვაგრძე მუშაობა, სადაც 1998 წლამდე ვიმუშავე. შემდეგ კი გუნდმა “იბერიამ” არსებობა შეწყვიტა”. 

“იბერიის” ბაზაზე წელს ახალი გუნდი “ქარელი” შეიქმნა, სადაც ახლა უკვე მისი შვილი, ალექსანდრე აკოფიანი ავარჯიშებს მოზარდებს. 

“ძალიან გახარებული ვარ ამდენი წლის შემდეგ, კვლავ რომ განაახლა ქარელის გუნდმა მუშაობა. ფეხბუთი ისეთი რამ არის, ყველას რომ უყვარს. 14 ოქტომბერს 65 წლის ვხდები და დღესაც რომ ტელევიიზით ფეხბურთის ხმას გავიგონებ, თვალები მიბრწყინდება”, – გვეუბნება მურმანი. 

მისი სიტყვებით, რომ “ფეხბურთი ახალგაზრდებს ცუდ გზას აშორებს”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი