ახალი ამბები

“ხელისუფლების არასწორი საკადრო პოლიტიკით ბიუჯეტი ორმაგად ზარალდება” – მამუკა ფანიაშვილი 

ხელისუფლების არასწორი საკადრო პოლიტიკით ბიუჯეტი ორმაგად ზარალდება, – აცხადებს გორის საკრებულოს წევრი პარტიიდან “საქართველოსთვის” მამუკა ფანიაშვილი.

“უსაფუძვლოდ გათავისუფლებული ადამიანები მიდიან სასამართლოში, სამართლიანად იგებენ კიდეც და მერია ვალდებული ხდება, განაცდური ხელფასის სახით მათ გადაუხადოს. გარდა ამისა, ამ ადამიანების ნაცვლად იქ ნიშნავენ პარტიულ აქტივს, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ რა ევალებათ, შესაბამისად, თავისი უცოდინრობით და არაკომპეტენტურობით აზარალებენ მუნიციპალიტეტს”, – აცხადებს გოროს საკრებულოს წევრი პარტიიდან “საქართველოსთვის” მამუკა ფანიაშვილი.

ფანიაშვილის თქმით, სწორედ ასე განვითარდა მოვლენები გორის მერიასა და ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაცია – ოპტიმიზაციის შემდეგ. 

“ოპტიმიზაცია, რეორგანიზაცია მოხდა ფასადურად. რეალურად, რეორგანიზაციის საბაბით უშვებენ სამსახურიდან თანამშრომლებს და მათ ნაცვლად, ასაქმებენ თავიანთ სასურველ ადამიანებს. მერიაში და განსაკუთრებით ა(ა)იპ-ებში ადამიანების დასაქმება არ ხდება რეალური საჭიროებების, რეალური მოთხოვნილებების მიხედვით. რეალურად იქ ადამიანები საქმდებიან პარტიული ღვაწლის, დამსახურების მიხედვით”, – ამბობს ფანიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გორის მერიის რეორგანიზაციის და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა სასამართლო დავები დაიწყო. ისინი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. 

ამავე თემაზე: “გორის მერია 4 თვეა სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელყოფს

ამავე თემაზე: წაგებული დავები და კომპენსაციები – რა უჯდება გორის ბიუჯეტს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა?

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.