ბლოგები

რა პრობლემების წინაშე დგანან ახალგაზრდები და რა კეთდება მათ მხარდასაჭერად?

ავტორი: მარიამ ისპირიანი,  ევროკავშირის პროექტის „უნარები წარმატებისთვის“ ფარგლებში, ახალგაზრდული მუშაკი კასპის მუნიციპალიტეტში

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოებით 30% NEET ახალგაზრდების ჯგუფს წარმოადგენს. ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება ის ახალგაზრდა, რომელიც არ მუშაობს, არ სწავლობს და არ არის არაფორმალურ განათლებაში ჩართული.  ასეთი ახალგაზრდების მოძიება საკმაოდ რთული პროცესია. 

საჭიროა, ახალგაზრდულმა მუშაკმა სწორად გამოავლინოს მათი ინტერესები, რათა გაააქტიუროს და ჩართოს სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობებში. ამ ჯგუფის გააქტიურება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, თითოეულ მათგანს სჭირდება ინდივიდუალური მუშაობა და მათთვის შეხვედრების დაგეგმვა.

როგორც ახალგაზრდული მუშაკი, ვხედავ, რომ ახალგაზრდებში სხვადასხვა საკითხების მიმართ ცნობიერების დონე დაბალია. მაგალითად ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ოჯახში ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა.

ახალგაზრდა, რომელიც შესაძლოა იყოს ძალადობის მსხვერპლი, უდიდესი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება და შესაძლოა, გაუჭირდეს საკუთარი თავის რეალიზება. სწორედ ამიტომ, საჭიროა, ამ საკითხებზე მათ ჰქონდეთ ინფორმაცია და იცოდნენ. რა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არსებობს სახელმწიფო დონეზე.

ახალგაზრდებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს დასაქმება – მათ სჭირდებათ ხელშეწყობა, რათა განივითარონ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. მაგალითად, როგორ შეადგინონ რეზიუმე, როგორ გაიარონ გასაუბრება წარმატებულად და სხვა საჭირო უნარები, რაც მათ ეფექტურ კომუნიკაციაში წაადგებათ.

ზემოთ ხსენებულ საკითხებს ახალგაზრდები სკოლიდან და უნივერსიტეტიდან ვერ შეისწავლიან, ამის შესაძლებლობას არაფორმალური განათლება იძლევა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მათთვის არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის გაზრდა, რათა შეძლონ უფრო უკეთ გამოხატონ საკუთარი თავი და მოახდინონ უნარების რეალიზება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.

ერთ ერთ უდიდეს აუცილებლობას წარმოადგენს ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება. ამ მიზანს ემსახურება პროექტი  „უნარების წარმატებისთვის”, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 5 ახალგაზრდა კასპის მუნიციპალიტეტში. დღეს მათ აქვთ მცირე შემოსავლის წყარო მათი იდეების განხორციელებით.

ასევე, პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდულ მუშაკთა მომზადებას და მათი პროფესიის ინსტიტუციონალიზაციას, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც ასევე მოიცავს, ახალგაზრდებში დასაქმების უნარების ზრდას და ახალგაზრდების სამეწარმეო განათლებისა და დასაქმების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას.

ახალგაზრდული ინოვაციური ლაბორატორია

ახალგაზრდული ინოვაციური ლაბორატორია არის პროექტის „უნარები წარმატებისთვის“ ერთ-ერთი ძირითადი აქტივობა. აქტივობაში სულ ჩაერთო 16-29 წლის 503 ახალგაზრდა სამიზნე რეგიონებიდან. (გურია, რაჭა ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კახეთი)

ტრენინგი მეწარმეობის შესახებ

3 დღიან ტრენინგზე, მონაწილეები გაეცნენ მეწარმეობის არსს და კონცეფციას, იმუშავეს ბიზნეს იდეების განვითარებასა და ბიზნეს გეგმის შედგენაზე, შექმნეს ფინანსური გეგმა საკუთარი მომავალი ბიზნესისთვის. გაეცნენ მეწარმეობის თანამედროვე ტენდენციებს, ასევე შეისწავლეს ელექტრონული კომერციის და  სოციალური მედიის გამოყენებას ბიზნესის მართვის პროცესში.

იდეათონი

2 დღიანი აქტივობის ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავეს საკუთარ სამეწარმეო იდეებზე. აქტიური ქოუჩინგისა და მენტორინგის დახმარებით, დახვეწეს იდეები და შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ მცირე გრანტები პროტოტიპირებისთვის. იდეათონის ბოლოს, ჟიურიმ შეარჩია იდეები, რომლებიც დაფინანსდნენ და გააგრძელეს  მუშაობა სამეწარმეო ლაბორატორიებში.

სამეწარმეო ლაბორატორია

სამეწარმეო ლაბორატორია არის ქოუჩინგ/მენტორინგის 3 თვიანი პროცესი, რომლის დროსაც პროექტის მონაწილეებმა სიღრმისეულად იმუშავეს საკუთარ სამეწარმეო იდეებზე, დახვეწეს ბიზნეს და ფინანსური გეგმა და საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით შექმნეს საკუთარი პროდუქციის პროტოტიპები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.