სტატიები

უცხოური გრანტებით გაუმჯობესებული სასკოლო ცხოვრება – მაგალითები შიდა ქართლიდან

რეაბილიტირებული სკოლები, საგანმანათლებლო კურსები და გაცვლითი პროგრამები, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც სკოლებში უცხოური დაფინანსებით განხორციელდა. სკოლები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც სხვადახვა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებენ. 

უცხოური გრანტით რეაბილიტირებული და აშენებული სკოლები:

შიდა ქართლში არაერთი სკოლაა, რომელიც უცხოური დაფინანსებით გარემონტდა. საერთაშორისო პარტნიორების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ახალი სკოლებიც აშენდა.

“ქარელის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო გრანტებით 3 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 2 სკოლის რეაბილიტაცია კი იგეგმება”, – ამბობს ქარელის საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორი, გიორგი კობახიძე. 

“მილენიუმის პროგრამით 12 სკოლა რეაბილიტირდა, ხოლო ერთი სკოლა, საუბარია ქვეშის საჯარო სკოლაზე, ამერიკის საელჩოს სამხედრო ინჟინერთა კორპუსის დაფინანსებით გაკეთდა. სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა”, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა, გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორმა. 

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპლიტეტის სკოლების ნაწილი ჩართული იყო 2019 წელს სკოლების მოვლა-პატრონობის საპილოტე პროგრამაში, რომელსაც “ათწლეულების გამოწვევის ფონდი” ახორციელებდა. ამ ფონდის დახმარებით რეაბილიტაია ჩაუტარდა ხაშურის მე -9 საჯარო სკოლასაც.  

სკოლების რეაბილიტაციის გარდა, უცხოური დაფინანსებით, მოხდა სკოლების კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა და ლაბორატორიების აღჭურვა,

უცხოეთში სწავლის შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის :

გარდა შენობების რეაბილიტაციისა, მოსწავლეებმა არაერთ საგანმანათლეებლო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო დაფინანსებით ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ბოლო კონკურსი “გერმანული სუპერძალა“ (Superkraft Deutsch) იყო, რომელშიც ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა გაიმარჯვეს. 

ქარელის მსგავსად, მსგავს პროგრამებში ჩართულები არიან სხვა მუნიციპალიტეტის სკოლებიც. 

“ხაშურის #7 საჯარო სკოლას და ბერლინის გასტრონომიულ კოლეჯს შორის გაფორმდა უთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება”, – ამბობს სკოლის ადმინისტრაცია. ამ მემომარანდუმის ფარგლებში,  მოსწავლეები გერმანიის სასტუმროებსა და რესტორნებში დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს.

ამავე თემაზე: ხაშურის #7 სკოლის მოსწავლეები გერმანიაში გასტრონომიული მიმართულებით ისწავლიან 

ამავე თემაზე: ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვა და გუნდთან ერთად პოლონეთში გამგზავრების უფლება მოიპოვა. 

ამავე თემაზე: ხაშურის მე-7 საჯარო  სკოლაში ციფრული რესურსის სასწავლო პროცესში ინტეგრირება მოხდება

მოსწავლეები საზღვარგარეთ “Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამითაც მიდიან. ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა, რომელიც ესტონეთში გაემგზავრება, კარალეთის სკოლის მოსწავლე მარიამ გოგიაშვილია.

პროფესიული განვითარების და სტაჟირების პროგრამები: 

აღნსანიშნავია, რომ შიდა ქართლის სკოლები აქტიურად არიან ჩართულები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაშიც. USAID სკოლების გაძლიერებისთვის, გრანტებს დიდწილად ადგილობრივ ორგანიზაციებზე გასცემს, რომლებიც შემდგომ ადგილობრივ სკოლებთან თანამშრომლობენ და მათ განვითარებას ცდილობენ.

მაგალითად, ამჯერად USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მოსწავლეებს ადგილობრივ ბიზნესკომპანიებში სტაჟირებას სთავაზობს.

“სტაჟირების დროს მოსწავლეები გაეცნობიან მასპინძელი ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში დაეხმარებათ პროფესიის შერჩევასა და სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებაში”, – წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.

უცხოური დაფინანსების და NGO სექტორის მუშაობის თანმდევ სიკეთეებზე მასწავლებლებიც აქტიურად წერენ. ისინი შიშობენ, რომ ქვეყანაში “აგენტების შესახებ” მომზადებული კანონპროექტის დამტკიცება სასკოლო ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

დატოვეთ კომენტარი