ახალი ამბები

გორის ციხის მიმდებარედ ისტორიულ კედლებს რესტავრაცია ჩაუტარდება 

გორში, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიმონ პირველის და აკაკი წერეთლის ქუჩებზე არსებული ისტორიული კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

ორივე ქუჩაზე ისტორიული კედლების რეაბილატიციისთვის 203 090 ლარია გათვალისწინებული. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს. 

შეგახსენებთ, რომ სვიმონ პირველის ქუჩაზე არსებული ისტორიული კედლების რესტავრაციის პროექტის შესადგენად ტენდერი გორის მერიამ 2021 წლის მარტში გამოაცხადა, სამუშაოებისთვის თანხა ასახა ასევე გასული წლის ბიუჯეტშიც, თუმცა 2022 წელს აღნიშნული პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.