ახალი ამბები

გორში, სვიმონ I-ის ქუჩაზე ისტორიული კედლების რესტავრაციას 203 100 ლარი მოხმარდება 

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში სვიმონ I-ის ქუჩაზე არსებული ისტორიული კედლების რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის 203 100 ლარია გათვალისწინებული. 

სვიმონ I-ის ქუჩა გორში, ერთ-ერთი პირველი დასახლებაა, რომელიც გორის ციხის მიმდებარედ გაშენდა.

შემაღლებულ ადგილას, გორის ციხის ფერდობზე შეფენილი ნაგებობების ნაწილი დანგრეულია, გადარჩენილი კი რესტავრაციას საჭიროებს. 

“რეაბილიტაცია მოხდება ისტორიული შენობების კედლების, რადგან აღნიშნულ ადგილას საავტომობილო გზა გადის და დაზიანებული კედლები საფრთხის შემცველია. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ამით გაუმჯობესდება  ქუჩის იერსახეც”, – განმარტავდნენ მერიაში. 

მიმდინარე წლის მარტში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ ქუჩაზე ისტორიული შენობების კედლების რესტავრაციისა და რეაბილიტაციისთვის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესადგენად გორის ტენდერი გამოაცხადა. 

სვიმონ I-ის ქუჩა-ადგილი, რომელიც ძველი გორის ისტორიას ინახავს 

დატოვეთ კომენტარი