ახალი ამბები

გორელი მწერლები გალაკტიონის 130 წლის იუბილეს აღნიშნავენ

გორელი მწერლები გალაქტიონის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისივე სახელობის ხეივანში ღონისძიებას გამართავენ.

მწერალ დათო ახლოურის თქმით, ღონისძიებაზე გაიხსენებენ მწერლის შემოქმედებას და წაიკითხავენ ლექსებს.

“საიუბილეო თარიღია, 130 წლის გახდა და გვინდა გალაქტიონის ხეივანში ღონისძიება მოვაწყოთ ადგილობრივმა პოეტებმა. წავიკითხავთ მის ლექსებს და ვისაუბრებთ მის სიდიადეზე”, – ამბობს ახლოური.

ღონისძიება 17 ნოემბერს 16:00 საათზე დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.